ფრანგული გასაჭიმი ჭერი

1 კვ. ფასი 25 ლარი

მასალა ხელობით. მონტაჟი 1-2 დღეში

👉 გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ჩვენი სხვა სერვისები

იმისათვის, რომ თქვენი სახლი უფრო კომფორტული იყოს

ცენტრალური გათბობის ქვაბისთვის და სათავსოსთვის აივნის კარადების დამზადება სასურველი ფერით და მასალით.

მასიური ხის ავეჯის დამზადება მაღალი ხარისხის ხის მასალისგან. ხისგან დამზადებული ავეჯის შეკეთება და რესტავრირება.

გასაჭიმი ჭერის მონტაჟი 1-2 დღეში, ბინა, საცხოვრებელი სახლი, ოფისი, კომერციული ფართი. ​ფერის და ფაქტურის დიდი არჩევანი.

რემონტის დასრულების შემდგომ გენერალური დასუფთავება მოკლე დროში იქნება ეს ბინა-სახლი, ოფისი თუ სხვა სახის ფართი.

ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟი,  შემოწმება, გათბობის ქვაბის გაწმენდა და დაზიანებული ქვაბის შეკეთება.

მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟი, მაღალი ხარისხის ევროპული და თურქული წარმოების მასალის არჩევანი.

თუ გაქვთ კითხვები - ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ
ბლოგ პოსტი

ფრანგული გასაჭიმი ჭერი როგორი უნდა იყოს აბაზანის ჭერი?

როგორი ჭერია საუკეთესო სააბაზანო ოთახში?

 ეს კითხვა თავისთავად ჩნდება, როცა სახლის ამ მონაკვეთის რემონტს ვაპირებთ, რადგან გვინდა, ლამაზიც იყოს, გამძლეც და მოდურიც. დღევანდელ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ, როგორ მივაღწიოთ  ამ მიზანს.

სააბაზანო ოთახის თავისებურებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, რათა აბაზანის ჭერი დიდხანს იყოს მწყობრში

ფრანგული გასაჭიმი ჭერი აბაზანაში

1. სააბაზანო საკმაოდ ნესტიანია, ამიტომ ის წყალგამძლე მასალით უნდა იყოს მოპირკეთებული. შხაპის ქვეშ დგომისას შეიძლება წყლის ჭავლი ჭერისკენაც მიიმართოს, რასაც ჭერმა ადვილად უნდა გაუძლოს. ამასთან, ჭერმა მეზობლისგან უცაბედად ჩამოშვებულ წყლის მასასაც უნდა გაუძლოს. ეს კი, დაგვეთანხმებით, შეიძლება ნებისმიერს დაემართოს – ან წყალი დარჩეს მოშვებული, ან სარეცხის მანქანა გაფუჭდეს და წყალმა გამოჟონოს.

2. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჭერი ადვილი მოსავლელი იყოს – საუკეთესო შემთხვევაში, დროდადრო ნაჭრის მოსმით გაწმენდა საკმარისი უნდა იყოს. გაიხსენეთ, რომ ამ პატარა ოთახში ზოგჯერ თავისუფლად სამოძრაო ადგილიც არ არის, რაც ხელს გვიშლის დალაგებისას. სარეცხის მანქანაზე ან აბაზანის პირზე დადგომა, რათა ჭერი ვხეხოთ, ნამდვილად ცუდი ჩანაფიქრია. კიბის ჩადგმა კი – საერთოდაც წარმოუდგენელი.

3. და რაღა თქმა უნდა, ესთეტიკურ მოთხოვნებსაც ვერ უგულებელვყოფთ. აბაზანის ჭერი კარგად უნდა ეხამებოდეს როგორც სააბაზანო ოთახის, ისე მთელი სახლის ინტერიერს. და კიდევ, აბაზანაში, ფუმფულა ქაფში ჩაწოლილი ჭერს რომ ახედავთ, ხომ უნდა გესიამოვნოთ?!

დღეს ქართულ ბაზარზე სააბაზანო ოთახისთვის, ძირითადად, 5 სახეობის ჭერია აქტუალური:

    1. ქვიშა – ცემენტით გალესილი და შეღებილი;
    2. პლასტიკატის PVC პანელები;
    3. თაბაშირ მუყაოს ფილები (გიბსოკარდონი);
    4. სარკის ჭერი;
    5. ფრანგული გასაჭიმი ჭერი.

ახლა მოკლედ განვიხილოთ თითოეული სახეობა და გამოვყოთ პლუსები და მინუსები:

1. ქვიშა – ცემენტით  გალესილი და შეღებილი ჭერი:

ეს მარტივი და იაფი ვარიანტია. საღებავი და ქვიშა – ცემენტი ძვირი არ ღირს, გაკეთებას კი საკუთარი ხელითაც კი შეძლებთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ყველა მასალა წყალგამძლე უნდა იყოს.
ეს ვარიანტი მომგებიანია მაშინ, როცა ჭერი უნაკლოდ სწორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი წვალება დასჭირდება, და შუა გზაში მიხვდებით, რომ სხვა ვარიანტი უნდა შეგერჩიათ.

მინუსები:

ა) ასეთი ჭერი სააბაზანოში, მაქსიმუმ, 10 წელი გემსახურებათ, თუმცა იმ პირობით, რომ მეზობელი წყალს არ ჩამოუშვებს;
ბ) მისი მოვლა რთული არ არის, თუმცა დროსთან ერთად წამოსულ სიყვითლეს გაწმენდით ვერ უშველით, რადგან საღებავი მტვერს ისრუტავს. ასეთ შემთხვევაში ახალი ფენით უნდა გადაღებოთ;
გ) მასში განათებებს ვერ ჩააშენებთ. და ასეთ ჭერში ვერც კომუნიკაციებს ჩამალავთ.
დ) ალბათ იცით, რომ ნესტის გამო შეღებილ ჭერზე ობი და სოკო ჩნდება.

2. პლასტიკატის PVC პანელები:


ეს შედარებით მყარი და აბსოლუტურად წყალგამძლე მასალაა. მისი დამონტაჟება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. სიმპათიურადაც გამოიყურებიან და არც დამატებით მოპირკეთებას მოითხოვენ. მოსავლელადაც მარტივია – სველი ნაჭრით გაწმენდა საკმარისია. ამასთან, ასეთი ჭერზე განათებებსაც დაამონტაჟებთ და მის ქვეშ კომუნიკაციებსაც დამალავთ.

მინუსები:

ა) ცალკეული პანელების შეერთების ადგილებში ნაპრალები რჩება, რომლებშიც დრთას განმავლობაში მტვერი შედის. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი ხშირად გაწმენდთ ხოლმე, მაგრამ როცა სააბაზანოში ცუდი ვენტილაციაა, იმ ნაპრლაებში შეიძლება სოკოც გაჩნდეს, რომლის მოშორება გაცილებით რული საქმეა; ეს კი ჭერის გარეგნულ იერსაც აფუჭებს და ჯანმრთელობასაც ვნებს.

ბ) ცუდი ვენტილაციისა და მაღალი ტენიანობის პირობებში შეიძლება მეტალის კარკასი დაჟანგდეს, მიუხედავად იმისა, რომ კარკასის ზედაპირი მოთუთიებულია;

გ) ასეთი ჭერის განახლება/გამოცვლა თუ დაგჭირდებათ, მზად იყავით იმისთვის, რომ ეს მარტივი არ იქნება. ძველი ჭერი მთლიანად უნდა ჩამოხსნათ და ამის შემდეგ შეუდგეთ ახლის მონტაჟს.

3. თაბაშირ მუყაოს ფილები (გიბსოკარდონი):

თავდაპირველად უნდა იცოდეთ, რომ სააბაზანოში აუცილებლად მონტაჟდება წყალგამძლე „გიბსოკარდონი“, რომელიც, როგორც წესი, მწვანე ფერისაა. იგი მეტალის კარკასზე მაგრდება.

თაბაშირ მუყაოს ფილები საშულებას იძლევა, ორიგინალური ჭერი გააკეთოთ – სხვადასხვა დონეებით, ჩამონტაჟებული სანათებით. მის ქვეშ თავისუფლად ჩამალავთ კომუნიკაციებს, სავენტილაციო მილებს. საექსპლუატაციო ვადაა 5-10 წელი.

მინუსები:

ა) ამ მასალის მონტაჟი იაფი სულაც არ არის. უნდა გაკეთეს მეტალის კარკასი, დამაგრდეს ფილები სპეციალური სამაგრებით. შემდეგ საჭიროა ფითხი (შპაკლი), დაგრუნტვა და შეღებვა;

ბ) პერიოდულად დაგჭირდებათ გადაღებვა, რადგან დროთა განმავლობაში, ისევე როგორც შეღებილი ჭერის შემთხვევაში, საღებავი მტვერს აიკრავს. თუმცა ამისთვის კონსტრუქციის დაშლა არ დაგჭირდებათ;

4. სარკის ჭერი:

ეს, მართალია, ლამაზია, მაგრამ საკმაოდ ძვირად ღირებული ვარიანტია. მის მონტაჟს დიდი დრო და სერიოზული მუშაობაც სჭირდება. კარკასი უნდა იყოს მაქსიმალურად მყარი, რათა უბედური შემთხვევა აიცლოთ თავიდან.

მინუსები:

ა) ძალიან ბზინავს, რაც ბევრს არ მოსწონს. მით უფრო, თუ თქვენი ბინა დაბალჭერიანია;

ბ) მისი მოვლისას ისეთივე სირთულეებს წააწყდებით, როგორსაც ჩვეულებრივი სარკის შემთხვევაში. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ის სიმაღლეზე ჰორიზონტალურადაა განლაგებული და საკმაოდ უხერხული გასაწმენდია.

გასაჭიმი ჭერი აბაზანაში

5. ფრანგული გასაჭიმი ჭერი

ეს იდეალური ვარიანტია სააბაზანო ოთახისთვის. არ ნესტიანდება, უძლებს მეზობლისგან ჩამოშვებულ წყალს (ასეთი ჭერის 1 კვ.მ. 100 კილოგრამამდე დაწოლას თავისუფლად იტანს). სპეციალისტი წყალს ჩამოღვრის და ისევ მიაკრავს მარტივად და სწრაფად. თანაც ჭერის მასალა თავის ღირებულ თვისებებს სრულად შეინარჩუნებს. მისი გაწმენდა დასველებული და კარგად გაწურული ტილოთი შეგიძლიათ.

გაითვალისწინეთ, რომ ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი  ჭერი ნებისმიერ დიზაინს უხდება, თანაც თანამედროვედ, მდიდრულად და დახვეწილად გამოიყურება. არჩევანიც დიდია – პრიალა ან მატი, სადა ან ნახატებით, და, სურვილის შემთხვევაში, ფოტოს პრინტითაც კი…
და რაც მთავარია, ექსპლუატაციის ვადა 10-15 წელია.

მინუსები:

ა) საკუთარი ხელით ვერ გააკეთებთ. ამისთვის პროფესიონალები დაგჭირდებათ, რომელთაც სპეციალური ხელსაწყობი აქვთ;

ბ) გაწმენდისას ფრთხილად უნდა იყოთ, რათა მექანიკურად არ დააზანოთ. ბასრი საგანი არ მოახვედროთ და არ გახიოთ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერის ფასები

არის რამდენიმე დეტალი, რომლებზეც დამოკიდებულია ფრანგული ჭერი – ს ფასები.

  • კერძოდ:
  • მასალის ტიპი;
  • ჭერის ფართობი;
  • ოთახის გეომეტრია; დიზაინერული იდეა;
  • მწარმოებელი ბრენდი და დამმონტაჟებელი კომპანიის გამოცდილება;

თუმცა, ნუ შეგექმნებათ ისეთი წარმოდგენა, თითქოს ეს დეტალები დიდად აძვირებს თქვენი ჭერის ფასს. დაგვიკავშირდით, მოგვიყევით, რა გჭირდებათ და წინასწარ გეტყვით მაქსიმალურად ზუსტ ფასს.

შეხვედრამდე!
წარმატებებს გისურვებთ!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

მსგავსი პოსტები

გაჭიმული ჭერი
რატომ უნდა გავაკეთოთ ფრანგული გასაჭიმი ჭერი სამზარეულოში

ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, სამზარეულოში ფრანგული დაჭიმული ჭერის მონტაჟი არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა, რადგან მარტივად და სწრაფად მონაჟდება, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან მზადდება, გამძლეა, ხანგრძლივად მოგემსახურებათ და

დეტალურად »
ფრანგული გასაჭიმი ჭერი აბაზანაში
ფრანგული გასაჭიმი ჭერი როგორი უნდა იყოს აბაზანის ჭერი?

როგორი ჭერია საუკეთესო სააბაზანო ოთახში?  ეს კითხვა თავისთავად ჩნდება, როცა სახლის ამ მონაკვეთის რემონტს ვაპირებთ, რადგან გვინდა, ლამაზიც იყოს, გამძლეც და მოდურიც. დღევანდელ სტატიაში ჩვენ

დეტალურად »
ბარისოლის ფრანგული გასაჭიმი ჭერი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი (ბარისოლი) სამზარეულოში – ნაწილი 2

ჭერების ნაირსახეობები სამზარეულოსთვის გასაჭიმი ჭერები იყოფა რამდენიმე სახეობად, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, დამზადების მასალის მიხედვით 2 ტიპის ჭერები გვაქვს: 1. პოლივინილქლორიდის ჭერები2. ნაჭრის ბარისოლის ფრანგული

დეტალურად »
ტაგები
barisonis cheri (1) bauer გასაჭიმი ჭერი (1) centraluri qvabis karada (1) cherebi (1) dakiduli cheris gaketeba (1) gachimuli cherebi (1) gasachimi cheri (1) metaloplastmasis karada (1) qvabis shesaputi karada (1) shekiduli cherebi (1) აბაზანის ჭერი (1) ბარისოლი გასაჭიმი ჭერები (1) ბარისოლის ჭერი (1) ბარისოლი ფასი (2) ბარისონის ჭერი (1) გათბობის ქვაბისთვის კარადა (1) გათბობის ქვაბისთვის შეფუთვა (1) გათბობის შეფუთვა (1) გამათბობელი ქვაბის შეფუთვა (1) გასაჭიმი ჭერი მატოვი (1) გასაჭიმი ჭერის დიზაინი (2) გასაჭიმი ჭერი ფასი (1) გაჭიმული ჭერის მონტაჟი (1) დაკიდული ჭერი (1) დაჭიმული ჭერი (2) მეტალოპლასტმასის კარადა (2) მოსაჭიმი ჭერი (1) პრიალა ჭერი (1) რა ღირს ბარისოლის ჭერი (3) რა ღირს გასაჭიმი ჭერი (2) სამზარეულოს ჭერის დიზაინი (1) ფრანგული შეკიდული ჭერი ფასი (1) ფრანგული ჭერი აბაზანაში (2) ფრანგული ჭერის მონტაჟი (1) ფრანგული ჭერის ხელოსანი (1) შეკიდული ჭერები (1) შეკიდული ჭერი (1) შეკიდული ჭერის დიზაინი (3) შეკიდული ჭერის ფასი (1) შეკიდული ჭერის ხელოსანი (3) ცენტრალური გათბობის ქვაბის შეფუთვა (1) ცენტრალური გამათბობელის შეფუთვა (2) ჭერი (1) ჭერი ბარისოლი (1) ჭერის ხელოსანი (1)