მწერებისგან დამცავი ბადე

1 კვ. ფასი 63 ლარიდან

👉 გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

მწერებისგან დამცავი ბადე​ების დამზადება

დამცავი ბადეები, მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე და კარებებზე, თქვენი არჩევანის მიხედვით, ფერის და მასალის დიდი არჩევანი.

გოფრირებული ჩასაკეცი , პეტლებიანი,  ჩასადგმელი.

მომსახურეობაში შედის
დეტალური აზომვა
ბადის არჩევა
ტრანსპორტირება
მონტაჟი
თუ გაქვთ კითხვები - ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ

რა არის მწერებისგან დამცავი ბადე​ და მისი დანიშნულება:

მეტალო-პლასტმასის ფანჯრებზე დამონტაჟებული ხარისხიანი მწერების საწინააღმდეგო ბადე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ხელს უწყობს საცხოვრებელი ფართის განიავებას. ფანჯრის შეძენისას შესაძლოა იგი კომპლექტში მოყვეს ფანჯარას, თუმცა თუ იგი არ მოყვება, რეკომენდებულია მისი დაყენება, რათა თავი იგრძნოთ უფრო კომფორტულად და მშვიდად.

  • მისი მონტაჟი ხდება წლის თბილ პერიოდში მეტალო-პლატსმასის ფანჯრის კონსტრუქციაზე. მის მთავარ ფუნქციებს კი წარმოადგენს:
  • ეფექტური განიავება – სურვილის შემთხვევაში ბადის სრულად გახსნა შეგიძლიათ
  • იცავს სახლს ქუჩიდან შემომავალი მტვრისგან და ჭუჭყის ნაწილაკებისგან
  • ხელს უშლის ოთახში მწერების შემოღწევას
  • უზრუნველყოფს მეტ დღის სინათლეს ოთახში

მწერების საწინააღმდეგო ბადე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კონსტრუქციის მქონე მეტალო-პლასტმასის ფანჯარაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სწორად მოვუვლით და მწარმოებლის ინსტრუქციებს დავიცავთ, მეტალო პლასტმასის ბადეები ერთგულად გემსახურებათ არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

კოღოების საწინააღმდეგო მოწყობილობის დაყენება შეიძლება როგორც თანამედროვე ფანჯრებზე ასევე ძველებზე. დაყენების და დემონტაჟის პროცესს ჯამში სჭირდება არაუმეტეს 10-20 წუთისა.

რჩევა! იმისათვის რომ ბადის შერჩევისას შეცდომა არ დაუშვათ, გირჩევთ შერჩევისას გაზომოთ თქვენი ფანჯრის გაბარიტები - სიგანეში და სიმაღლეში და გაითვალისწინოთ მისი კონსტრუქციული თავისებურებები, იქნება ეს დამატებითი ფანჯრები, ჩაღრმავებები თუ სხვა.

მწერების დამცავი ბადე​ – სახეობები:

მწერისაგან დამცავი ბადეების სახეობების დაყოფა შეიძლება ორ ნაწილად – მარტივი და სპეციალური. ორივე მათგანი ასრულებს მსგავსს დაცვით ფუქნციებს და გააჩნია სხვა დამატებითი შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია გაითვალისწინოთ ბადის შეძენისას.

მწერების საწინააღმდეგო ბადის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ვარიანტებია:

  • ჩარჩოსებრი;
  • გადასაწევი;
  • რულონის ტიპის;
  • პლისეს ტიპის.
  • გოფრე

 

შეძენამდე და დამონტაჟებამდე აუცილებელად გაითვალისწინეთ ის პლუსები და მინუსები რაც თითოეულ ბადეს გააჩნია.

უფასოდ ზომების აღება

გამაიძახე ხელოსანი

ჩარჩოსებრი მეტალოპლასტმასის ბადეები

თანამედროვე ჩარჩოსებრი კოღოების ბადე ყენდება, როგორც ოთახის შიგნით, ასევე გარედან. მისი დამახასიათებელი თვისებებია:

  • ბადე შედგება მყარი კარკასისგანაც, რომელზეც გადაჭიმულია სპეციალური ქსოვილი წვრილი ნახვრეტებით.
  • კარკასი ძირითადად მზადდება ალუმინისგან, ან პვხ-სგან
  • მისი მონტაჟი ხდება სპეციალური საკუთხეების გამოყენებით
  • მონტაჟისთვის ზომების აღება ხდება ოთახის ფანჯრის ჩარჩოს ზომის მიხედვით.

კოღოების საწინააღმდეგო ბადე – უპირატესობები:

  • მასალების ფართო არჩევანი – ხე, პლასტმასი, ალუმინი. ასევე არსებობს შერეული ვარიანტებიც – მეტალი და პლასტმასი, ხე – მეტალის კიდეებით და სხვ.;
  • მისი გამოყენება მარტივია;
  • ფანჯრის გაღება/დატეკვის პროცესს ბადე სრულებით არ უშლის ხელს;
  • თავსებადია ჟალუზებთან, ხელს არ უშლის ფარდას;
  • მისი მოვლა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას, უნარებს და სპეციალურ საწმენდ საშუალებებს.

მწერისაგან დამცავი ბადე შეგიძლიათ გაწმინდოთ თვეში ერთხელ. ზამთრის დადგომისას კი რეკომენდებულია მისი მოხსნა.

მეტალოპლასტმასის ბადეები – მინუსები:

  • მონტაჟისას ბადის დამაგრება ხდება სხვადასხვაგვარად – ამიტომაც, აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რისგან არის ფანჯრის ჩარჩო დამზადებული, რათა არ მოხდეს მისი დაზიანება.
  • დასამაგრებელი საკუთხეები ყენდება იქამდე, სანამ ბადის ჩასმა მოხდება, ამიტომაც აუცილებელია ზუსტი აზომვების გაკეთება.

გადასაწევი მწერებისგან დამცავი ბადე​:

გადასაწევი ბადეები ყენდება ფანჯრის ჩარჩოზე, კარზე, თაღზე ან აივანზე. ვიზუალურად იგი ჩარჩოს აქსესუარს ჰგავს. გადასაწევი კოღოების საწინააღმდეგო ბადის უპირატესობებია:

  • არ უშლის ხელს მზის სინათლის შემოსვლას;
  • კარგად ატარებს ჰაერს;
  • არ ზღუდავს საცხოვრებელი ფართის სივრცეს.

გადასაწევი მწერების საწინააღმდეგო ბადის მონტაჟი შესაძლებელია ხეზე, პლასტმასზე და უფრო მყარად დამაგრებისთვის იყენებენ კომპრესორს. გადასაწევი ბადის კარკასი ძირითადად ალუმინისგან დამზადებული გვხვდება.

რულონის ტიპის მწერების საწინააღმდეგო ბადე:

მეტალო პლასტმასის ბადე ძირითადად ყენდება ფანჯრებზე, ლოჯში, აივნებზე. რულონის ტიპის ბადე შეიძლება გადაიწიოს, როგორც ჰორიზონტალურად ისევე ვერტიკალური მიმართულებით. ასეთი ბადეები შესაძლოა კარებზეც დაყენდეს, სადაც მხოლოდ ზედა და ქვედა ნაწილებს ამაგრებენ და მისი ერთ-ერთი უპირატესობაა დამცავი აქსესუარი, რომელიც უძლებს მექანიკურ დაზიანებებს, ამიტომაც თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ თქვენს ბადეს საფრთხე არ ექმურება.

ბადის დასამზადებლად იყენებენ შემდეგ მასალებს: ალუმინი, მინაბოჭკო, ლითონი.

ამ სახეობის მწერების საწინააღმდეგო ბადის მინუსებად შეიძლება ჩაითვალოს: ნაკეთობის მაღალი ფასი, ნახვრეტებში შეიძლება ჩარჩეს ჭუჭყი. მისი გაწმენდა აუცილებელია სეზონზე 1-2-ჯერ, ან წელიწადში 2-4-ჯერ.

პლისეს ტიპის მწერების დამცავი ბადე​:

მუშაობის პრინციპით იგი მოგვაგონებს რულონის ტიპის ბადეს. მისგან განმასხვავებელი თვისება კი არის, ის რომ არ გააჩნია გადასაწევი მექანიზმი.

ვიზუალურად იგი მოგვაგონებს აკორდეონს. პლისეს ტიპის ბადის შერჩევისას რეკომენდებულია გაითვალისწინოთ, რომ ნაკეცებს ზომა შეადგენს 1 სანტიმეტრს.

პლისეს ტიპის კოღოების საწინააღმდეგო ბადის გამოყენება ხდება:

  • ფანჯრებზე;
  • ლოჯებში;
  • ტერასებზე;

პლისეს რეგულირება ხდება მასზე დამაგრებული თოკის დაჭიმვით და მოშვებით, რომელიც ბადეს მოჰყვება კომპლექტში. აღნიშნული ბადის დამაგრება ხდება სპეციალური პლასტმასის ნაწილების მეშვეობით - კრონშტეინებით. ბადეე მზადდება - მაღალმდგრადი პლასტმასისგან.

პლისეს მწერებისგან დამცავი ბადე​ს არჩევისას თქვენ მიიღებთ შემდეგ უპირატესობებს:

  • თანამედროვე დიზაინი
  • ფუნქციურობა
  • ექსპლუატაციის სიმარტივე

ბადის ქსოვილის სახეობები:

მწერებისგან დამცავი ბადეის ქსოვილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რა იქნება მისი მთავარი დანიშნულება. არსებობს სახეობები, რომლებიც იცავენ ოთახს მტვრისგან, რომლებიც უძლებენ ბადეზე კატის ახტომას და ა.შ.

კოღოს საწინააღმდეგო ბადის ქსოვილის ყველაზე პოპულარული ვარიანტებია:

  • სტანდარტული;
  • მტვერსაწინააღმდეგო;
  • კატის საწინააღმდეგო.

ყოველ მათგანს გააჩნია უპირატესობები და ნაკლოვანებები, რომელიც ზეგავლენას ახდენს ექსპლუატაციის ხარისხზე.

სტანდარტული ბადე:

მასალა მზადდება პოლიმერისგან. ნახვრეტების დიამეტრი კი შეადგენს – 1.2 მილიმეტრს. მზის და დღის სინათლეს ატარებს კარგად. ელფერის მიხედვით არსებობს თეთრი და ნაცრისფერი ბადე. დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები კი, არის შემდეგი:

  • ყენდება ნებისმიერ ჩარჩოზე;
  • აკავებს მფრინავ მწერებს, ჭუჭყს;
  • შეუძლია შეაკავოს 40%-მდე წყლის წვეთები.

ხოლო ქუჩის მტვერს კი, ასეთი ბადეები უმკლავდება შედარებით ცუდად.

მტვერსაწინააღმდეგო ბადე:

ასეთი მწერის საწინააღმდეგი ბადეები გამოიყენება, რათა ოთახში არ შემოვიდეს მტვერი, ან მცენარეების მტვრიანები. ასეთი ბადეების ნახვრეტების ზომა შეადგენს – 0.9X0.9 მმ-ს.

არ ატარებს ქუჩის მტვერს, მცირე ზომის მწერებს, ფოთლებს. მტვერსაწინააღმდეგო ბადეების მასალა არის მჭიდრო, გამოიყენება სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში.

კატის საწინააღმდეგო ბადე:

ასეთი ბადეების მთვარი უპირატესობა, გაძლიერებული მდგრადობაა. ბადის ქსოვილის სისქე შეადგენს 0.8 მილიმეტრს და ასევე ნახვრეტები მუშავდება სპეციალური შემადგენლობის ხსნარით, რომელიც მას ხდის უფრო მდგრადს.

ასეთი მწერების საწინააღმდეგო ბადეები უძლებს კატის ან ფრინველის წონას. ფერი – შავი.

რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება მწერის საწინააღმდეგო ბადის არჩევისას:

კოღოს საწინააღმდეგო ბადეების შერჩევისას, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ მახასიათებლებზე:

  • ფანჯრის ადგილმდებარეობა;
  • მწერების დამცავი ბადის მონტაჟი მოხდება ფანჯრის გარედან, თუ შიგნიდან;
  • ფანჯრის ჩარჩოების ზომები.

ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოთ კარკასის ხარისხზე, ბადის მდგრადობაზე, გააჩნია თუ არა კონსტრუქციას დამხმარე ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს მის აწევა/ჩამოწევას.

დამატებითი მახასიათებლები: დეკორაციული ელემენტები, შუქამრეკლი, მცენარის მტვრიანებისგან დაცულობა. მწერის საწინააღმდეგო ბადე უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: ესთეტიკა, კომფორტი, კომპლექტის ფასი და მარტივად იშოვება თუ არა მისი შესაცვლელი ნაწილები.

მწერებისგან დამცავი ბადეე​​ბის ექსპლუატაციის ვადები:

ექსპლუატაციის ვადები დამოკიდებულია შერჩეულ მასალაზე და მაკოპმლექტებლებზე. ყველა წესის დაცვით მწერის საწინააღმდეგო ბადე მოგემსახურებათ 10-12 წლის განმავლობაში.

ვიზუალური მხარის კარგად შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბადის პერიოდული გასუფთავება. თუ ბადე არ მოიხსნება ზამთრობით – მისი ექსპლუატაციის ვადები მცირდება 8-10 წლამდე, ვინაიდან კარკასზე და მასალაზე ხშირ შემთხვევებში ზემოქმედებს, ნალექი, ქარი, ტემპერატურული ცვლილებები.

ექპლუატაციის წესები:

რეკომენდებულია რომ დავიცვათ ის წესები, რომლებიც მწერების საწინააღმდეგო ბადის მწარმოებელმა დააწესა, რათა გავახანგრძლივოთ მისი ექსპლუატაციის ვადა და შევინარჩუნოთ მისი ფუნქციურობა:

  • კოღოების საწინააღმდეგო ბადის მონტაჟის დროს დასამაგრებელი საკუთხეები კარგად უნდა იყოს დამაგრებული ფანჯრის ჩარჩოზე;
  • მიზანშეწონილი არ არის კარკასზე ან თვითონ ბადეზე მიწოლა ან ძალის გამოყენება;
  • რეკომდენებულია მტვრისგან და ჭუჭყისგან ბადის პერიოდულად გაწმენდა. საწმენდი საშუალებით გასუფთავება წელიწადში 1-2-ჯერ;
  • შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აუცილებელია ამთი მოხსნა, რათა პლასტმასის დეტალებმა დეფორმაცია არ განიცადოს.

არ შეეხოთ ბადეს ბასრი და მჭრელი საგნებით, ვინაიდან ადვილად დაზიანდება, ხოლო ზამთარში შენახვისას ეცადეთ ზემოდან მძიმე საგნები არ დაალაგოთ მწერების საწინააღმდეგო ბადეს.

აუცილებელია იცოდეთ, რომ ბადის გარეცხვისას არ მიუშვიროთ ძლიერი წყლის ჭავლი, ვინაიდან წყალმა შეიძლება დააზიანოს ჩარჩო, ან გახიოს თვითონ ბადე.

მნიშვნელოვანია! არ მიუშვათ მწერების საწინააღმდეგო ბადესთან ბავშვები და შინაური ცხოველებით, ვინაიდან მასზე ძალით დაწოლის შედეგად შეიძლება ბადე დაზიანდეს.

მწერების საწინააღმდეგო ბადის დაზიანების ყველაზე ხშირი შემთხვევები:

  • შემთხვევების 90%-ში მომხმარებლები აწყდებიან შემდეგ დაზიანებებს:
  • ბადის მოშვება (როდესაც ბადე აღარ არის საკმარისად დაჭიმული);
  • ჩარჩოს დეფორმაცია;
  • პროფილის მოტეხვა;
  • სამაგრი ელემენტების ამოვარდნა.

მათი აღმოფხვრა დამოუკიდებლად შეგიძლიათ, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ბადის დამატებითი/რეზერვული დეტალები.

გოფრე კოღოების საწინააღმდეგო ბადის მოვლა:

სწორი მიდგომა კოღოების საწინააღმდეგო ბადის მოსავლელად ზრდის მის ექსპლუატაციის ვადას და უფრო დიდხანს რჩება იგი მომხიბვლელი.

წესები:

  • ზამთრის პერიოდში ბადის დემონტაჟი – იმ შემთხვევაში თუ დღისით ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება +10 გრადუსს;
  • კონსტრუქციაზე ძალით დაწოლა არ შეიძლება – ვინაიდან გაირღვევა ბადე, ან გატყდება კონსტრუქციის ჩარჩო;
  • გაწმინდეთ ბადე სველი ხელსახოცით სპირტისა და სხვა ქიმიური ხსნარების გარეშე;
  • სველი მეთოდით მწერების საწინააღმდეგო ბადის წმენდა განხორციელდეს წელიწადში 2-ჯერ.

კონსტრუქციის გაწმენდა მტვრისგან და ჭუჭყისგან უნდა მოხდეს გარედან შიგნით. იმისათვის, რომ გარეცხოთ ბადე საჭიროა მისი ამოღება ჩარჩოდან და სამაგრებიდან.

გასაშრობად გამოიყენეთ ბუნებრივი მეთოდი – მზის სინათლე. ფენის და სხვა მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია.

არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისები გასაწმენდად, ვინაიდან შეიძლება დააზიანოთ ბადის ნახვრეტები.

ჭუჭყვის მოსაცილებლად საპნიანი ხსნარი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

წესების დაცვის უზრუნველყოფით მწერებისგან დამცავი ბადე​ მოგემსახურებათ 9-10 წლის განმავლობაში ყველა თავისი ფუნქციის და თვისების შენარჩუნებით.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

საინტერესო პოსტები