წყალგამძლე გასაჭიმი ჭერი აბაზანაში

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ფასი

27 ლარი / 1კვ.მ

მასალა ხელობით:
პრემიუმ გერმანული ხარისხი

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ჭერი?

მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

სწრაფი ნავიგაცია

სააბაზანო ის სივრცეა, სადაც რემონტისას მასალების შერჩევა ყველაზე დიდ ყურადღებას მოითხოვს — იქნება ეს აგარაკი თუ თანამედროვე ბინა. ტენიანობა და ტემპერატურის მუდმივი ცვალებადობა აქ საკუთარ მკაცრ წესებს გვკარნახობს.

რა უნდა გაითვალისწინოთ აბაზანის ჭერის შერჩევისას?

აბაზანაში მუდმივად გვაქვს მომატებული ტენიანობა, ორთქლი და წყლის შხეფები. ტრადიციული შეთეთრება ან შეღებვა ასეთ პირობებში მალევე კარგავს პირვანდელ სახეს და იწყებს აქერცვლას. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი მასალის შერჩევა, რომელიც წყალსა და ნესტს არ უშინდება.

დღეს საუკეთესო ალტერნატივად პლასტიკატის/ალუმინის ლარტყები (ე.წ. რეიკები) ან გასაჭიმი ჭერი განიხილება. თუმცა, ვიზუალითა და გამძლეობით ბარისოლი უპირობო ლიდერია.

რამდენად საიმედოა გასაჭიმი ჭერი ნესტიან სივრცეში?

მოკლედ რომ ვთქვათ: იდეალურია.

მისი მასალა (PVC ტილო) საერთოდ არ ატარებს წყალს. სპეციალური დამცავი ფენის წყალობით კი, კოროზიისა და ობისგან 100%-ით დაცულია. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების მიუხედავად, ფრანგული გასაჭიმი ჭერი არ კარგავს ფორმას, არ იბზარება და ათწლეულების განმავლობაში თავდაპირველ იერს ინარჩუნებს.

წყალგამძლე ჭერი აბაზანისთვის

 

დიზაინი და ვიზუალური ეფექტები

გამძლეობის გარდა, სააბაზანოში ესთეტიკასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს — სწორედ აქ იწყება ჩვენი დილა. ბარისოლის ჭერის მონტაჟი გაძლევთ სრულ თავისუფლებას დიზაინში:

  • პრიალა ზედაპირი: ვიზუალურად ზრდის სივრცეს, რაც პატარა და სტანდარტული აბაზანებისთვის საუკეთესო გამოსავალია.
  • განათების თამაში: სწორად გადანაწილებული სპოტები ან LED ლენტები ოთახს საოცრად ნათელსა და თანამედროვეს ხდის.
  • იდეალური სისწორე: სრულად ფარავს ყველა მილს, სადენსა და ძველი ჭერის ხარვეზს.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი?

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გირჩევთ, დაათვალიეროთ ჩვენს მიერ უკვე შესრულებული პროექტების ფოტოები. ეს დაგეხმარებათ მარტივად წარმოიდგინოთ, როგორი ფაქტურა ან ფერი მოუხდება თქვენს კაფელსა და ინტერიერს.

დაგვიჯერეთ, სააბაზანოს კომფორტულად მოწყობა ნამდვილად ღირს იმად, რომ ყოველი დილა სასიამოვნო განწყობით დაიწყოთ! მით უმეტეს, რომ ჩვენთან აბაზანაში ჭერის მონტაჟის ფასები 250 ლარიდან იწყება და სულ რაღაც რამდენიმე საათში სრულდება.

პოპულარული სერვისები
გააზიარეთ
Facebook
Pinterest
Twitter
LinkedIn
მსგავსი პოსტები
აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით