ფრანგული გასაჭიმი ჭერი 1 კვ. ფასი 25 ლარი 👉 გამოიძახე...
მეტის წაკითხვასადემონტაჟო და ნგრევითი სამუშაოები
ჩვენი მომსახურეობა:
- იატაკის საფარის დემონტაჟი
- საინჟინრო მოწყობილობების დემონტაჟი
- სახურავის დემონტაჟი


იატაკის საფარების დემონტაჟის სამუშაოები
იატაკის საფარს, რომლის მეორადად გამოყენებაა შესაძლებელი, შლიან საინჟინრო მოწყობილობების, ჩამონტაჟებული ავეჯის, გამათბობელების და ტიხრების დემონტაჟამდე.
ფიცრის იატაკის დემონტაჟი იწყება პლინტუსების მოხსნით. შემდეგ მიმდინარეობს ხის ფიცრების მოხსნა, დემონტაჟი იწყება შესასვლელიდან საპირისპირო ყველაზე დაშორებული წერტილიდან. თუ იგეგმება ხის მასალის განმეორებით გამოყენება, სასურველია ისინი დალაგდეს მოხსნის თანმიმდევრობით და დაიმარკოს. მათი დალაგება ხდება პორტატულ დროებით საფარზე, რომელსაც იატაკის კოჭებზე აწყობენ.
პარკეტის იატაკის დემონტაჟი იმავე პრინციპით და თანმიმდევრობით ხდება. ყურადღება ექცევა რათა არ დაზიანდეს ღარები და საკეტები.
პარკეტის დაფის იატაკის დემონტაჟი ხდება თავისუფალი კიდიდან. თუ დაფები ბაზაზე ან იატაკზე ხრახნებითაა დამაგრებული, საჭიროა წინასწარ სახრახნისით მათი მოშვება. პარკეტის ღერების ამოღება ხდება შუა რიგიდან დაწყებული კიდეებისაკენ. მათი დალაგება შენახვა ხდება ფიცრის იატაკის მსგავსად.
ლინოლეუმის იატაკის საფარის დემონტაჟი იწყება ხის ან პლასტიკის პლინტუსების და ზღუბლების მოხსნით. შემდეგ ააძრობენ იატაკიდან, ასუფთავებენ წებოსგან ან ქვესაგებელისგან და შესანახად დაიხვევა რულონად, ისე რომ გარე საფარი შიგნით მოექცეს.
ბეტონის მონოლითური მოჭიმული იატაკის ზედაპირის დემონტაჟისთვის იგი იმტვრევა პევმატური ჩაქუჩით ან პერფორატორით, და შემდეგ გააქვთ ობიექტიდან, იატაკის საფარის გასასუფთავებლად.
რემონტზე საინტერესო პოსტები
ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბარისოლი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი 1 კვ. ფასი 25 ლარი 👉 გამოიძახე...
მეტის წაკითხვამეტალოპლასტმასის კარ ფანჯარა თუ ხის ფანჯარა – როგორი ფანჯარა სჯობს ?
ფანჯრის კონსტრუქციების ბაზარი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ...
მეტის წაკითხვა