დიდი ხნის განმავლობაში ხე იყო მთავარი მასალა როთათაც კარ ფანჯარას აკეთებდნენ. მაგრამ დღეს, ხის ფანჯრებს ანაცვლებს მეტალოპლასტმასი, რომელსაც აქვს ბევრი კარგი მახასიათებელი. მეტალოპლასტმასის კარ ფანჯარა დიდი ხანია გაყიდვებით უკვე ყველა მასალას უსწრეფს. ალბათ დაფირებულხართ რა მასალით გააკეთოთ კარ-ფანჯარა და რომელი მოხდება თქვენ საცხოვრებელ ბინა, სახლს თუ სხვა ფართს. ალბათ გიჩნდებათ სურვილი მაქსიმალური ინფორმაციის მიიღოთ.
ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ფუფუნების საგანი იყო. თუ სახლში ასეთი ფანჯარა ჰქონდა ვინმეს დამონტაჟებული ეს უზრუნველყოფილობის ნიშანი იყო. ხოლო აივნების და ლოჯების მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით მოპირკეთებაზე, ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. დღევანდელ დღეს კი, მეტალო-პლასტმასის ფანჯრებმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა სხვა დანარჩენი ვარიანტები და ახალ აშენებულ ბინებში ზუსტად ასეთი ფანჯრებით მოპირკეთებულ აივნებს და სადარბაზოებს შეხვდებით. პოპულარობასთან ერთად ასევე გაიზარდა მათი მწარმოებლები და ნაირსახეობები და იმისათვის, რომ გაერკვეთ თუ როგორი ფანჯარა დაამონტაჟოთ თქვენს ბინაში, ან სახლში სულაც არ არის მარტივი. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ მეტალო-პლასტმასის ფანჯრების არჩევის კრიტერიუმებს.
პოლივინილქლორიდისგან (პვქ-სგან) დამზადებული პირველი ფანჯრები დაამზადეს გასული საუკუნის 40-იან წლებში – გერმანიაში, თუმცა მათი პოპულარობა იმთავითვე არ დაწყებულა: პვქ ყვითლდებოდა; ხშირ შემთხვევებში მას არასწორად ამონტაჟებდნენ, რის გამოც ხშირი იყო დაზიანებები; ხელოსნები იღებდნენ არასწორ ზომებს და ფანჯრები ზუსტად არ ჯდებოდა ღიობებში. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები მეორედ, უკვე ტრიუმფალურად 20 წლის შემდეგ დაბრუნდა ბაზარზე. მათ გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა სარეკლამო კამპანიამ – სადაც, ბევრ სახლში ძველ ხის ფანჯრებს ცვლიდნენ ახალი მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით, თანაც უფასოდ! საქართველოში ასეთი ფანჯრები 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა ხელმისაწვდომი არ იყო ყველასთვის. დღეს თუ დავაკვირდებით სახლებს, 90 პროცენტზე მეტი მშენებარე ბინების მოპირკეთებულია მეტალო-პლასტმასის მინა-პაკეტით. ეს ყველაფერი კი გამომდინარეობს პროდუქტის ხარისხის და ფასის მრავალფეროვნებიდან – ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეარჩიოს თავისთვის ვარიანტი ფასის და თვისებების მიხედვით – დაწყებული ბიუჯეტურიდან, დამთავრებული პრემიუმ სეგმენტით.
პვქ-სგან დამზადებული კარ-ფანჯარა არ გახდებოდა ასეთი პოპულარული, რომ არა ხის ფანჯრებთან შედარებით, მისი რიგი უპირატესობებისა.
სითბოს მთავარი გაპარვა ოთახიდან ხდება ფანჯრების მეშვეობით. თანამედროვე მეტალო-პლასტმასის მინა-პაკეტები უზრუნველყოფენ შესანიშნავ თბოიზოლაციას, რაც თავისმხრივ კომუნალურ გადასახადის ეკონომიასაც უწყობს ხელს. დამატებითი ბონუსის სახით კი უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებული ხმის იზოლაცია – მაშინაც კი როდესაც ფანჯარა უყურებს ხალხმრავალ გამზირს, ბინაში მაინც სიწყნარე და სიმშვიდე იქნება და არანაირი ხმაური არ შეგაწუხებთ.
ამ ტიპის ფანჯრები ყოველთვის უფრო იაფი ეღირება, ვიდრე ხარისხიანი ხის მინა-პაკეტები ექსპლუატაციის მსგავსი თვისებებით.
უარყოფითი მხარეები
სამყაროში არაფერია იდეალური. უამრავი ღირსებების მიუხედავად მეტალო-პლასტმასის ფანჯრებიც კი არაა გამონაკლისი და გააჩნია რამდენიმე უარყოფით მხარე.
მეტალო-პლასტმასის ფანჯრებს უარყოფით თვისებები არც ისე ბევრი აქვს, ხოლო წარმოდგენილი უპირატესობები გაცილებით მნიშვნელოვანი და არსებითია. ფასის და ხარისხის შეთავსებით პვქ-სგან დამზადებული ფანჯრები უკონკურენტოა ბაზარზე და ზუსტად ეს არის რაც განაპირობებს მათ ფართო გავრცელებას.
მეტალო-პლასტმასის ფანჯრების კლასიფიკაცია შეიძლება სხვადასხვანაირად: გაღების ტიპის მიხედვით, გამღებების და მინა-პაკეტების რაოდენობით და ფანჯრის ფორმით. მოდით განვიხილოთ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების კლასიფიკაციის ყოველი ტიპი.
კლასიფიკაცია გაღების მიხედვით:
ისინი ჩვეულებრივ გამოიყენება ლოჯებში, აივნებზე და შემოსასვლელებში. ხშირად მათ მცირე ფართობის მქონე ბინებშიც აყენებენ, რადგანაც მათი გაღებისთვის დამატებითი სივრცე არ არის საჭირო.
მეტალო-პლასტმასის ფანჯრების კლასიფიკაცია გაღების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მარტივი კლასიფიკაციის სახეა სტანდარტული მინა-პაკეტებისთვის. გაღება შეიძლება იყოს 1, 2 ან 3. ცალკე განიხილება შემოსასვლელები, აივნები და შუშით მოპირკეთებული ლოჯები. მაგალითისთვის კოტეჯებში გაღებების რაოდენობა მხოლოდ დამპროექტებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
მეტალო-პლასტმასის ფანჯრები შეიძლება შედგებოდეს ორი, სამი ან ოთხი მინისგან, რომლებიც ერთმანეთისგან ერთი და იგივე მანძილითაა დაშორებული. სივრცე, რომელიც წარმოიშობა ამ მინებს შორის ჰქვია კამერა, და იმის მიხედვით თუ რამდენია ისინი, მეტალო-პლასტმასის ფანჯრება იყოფა შემდეგნაირად:
განვიხილოთ მნიშვნელოვანი ფაქტორები, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურაღება მეტალო-პლასტმასის ფანჯრის შერჩევისას, იქნება ეს ბინა თუ სახლი:
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ფართისთვის, თუმცა მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. არასწორად შერჩეულმა ფანჯარამ შეიძლება გააფუჭოს ყველაზე კარგი დიზაინი, ხოლო არასწორად შერჩეულმა მახასიათებლებმა – გამოიწვიოს თქვენში დისკომფორტი, ან გააძვიროს იქ ცხოვრება, სადაც ფანჯრის სწორად შერჩევის შემთხვევაში ეკონომიას გააკეთებდით. თუ პასუხისგებით მოეკიდებით ფანჯრის არჩევის ამბავს და გაითვალისწინებთ ყველა ნიუანს, მაშინ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა თქვენ მრავალი წლის მანძილზე გაგახარებთ.
მთვარი მახასიათებელია რაც უფრო სქელ კედლიანია პლასტიკი მით უფრო ხარისხიანია რაც სეცხე სიცივეს აკავებს.
ყოველდღიური მოვლა მეტალოპლასტმასის ფანჯრებს არ ესაჭიროება. ერთად ერთი რაც ესაჭიროება მეტალოპლასტმასის ფანჯრებს არის რეგულირება ნახევარ წელიწადში ერთხელ.
ჩვენი ხელოსანი დაარეგულირებს რამოდენიმე კარ-ფანჯარას დაახლოებით 1 საათში
საშუალოდ ერთი ფანჯრის დამონტაჯებისთვის საჭიროა 2-3 საათი. მთლიანი დროის სამუშაოზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი, მაგალითად არასწორი კედლები ან რამდენად მალე მოხდება დემონტაჯი ძველი კონსტრუქციის.
სანამ გადაწყვეტთ ფანჯრების შეცვლას რეკომენდირებულია მოამზადოთ ოთახი წინასწარ, გადააფაროთ ავეჯს, გამოიტანოთ ოთახიდან ტექნიკა, ყვავილები და ა.შ. რადგან ფანჯრების მონტაჯის დროს არის ბევრი მტვერი და სამშენებლო მასალის ნაგავი.
მეტალოპლასტმასი ფანჯრები იკავებენ ხმაურს 25-35 დეცებელით. ეს დამოკიდებულია ჩარჩოსა და მინის სისქეზე.
იყავით ჩვენი მომხმარებელი
თუ თქვენ გინდათ გაალამაზოთ თქვენი სახლი, ოფისი , გინდათ რომ ქონდეთ უნიკალური