მასალის გამძლეობა დამოკიდებულია ხარისხზე ჩვენ შეგარჩევინებთ ხარისხიან მასალას რომელიც გაუძლებს წლებს.
სახურავის იზოლაცია არსებობს ორი სახის, იმის გათვალისწინებით თუ როგორ ფართობზე ხდება მისი დადება და განსხვავდება დანიშნულების და მონტაჟის მიხედვით:
სახურავის იზოლაცია ერთკომპონენტიანი მასალებით – ასეთ მასალას მიეკუთვნება, მასტიკა, სპეციალური პასტები, ბიტუმოვანი მასტიკები. ისინი გამოიყენება, ძირითადად სახურავის იზოლაციის გასამართად, მაგალითად გადახურვის რემონტისას. ეს მასალები იდება პროფესიონალის მიერ ხელით და მიზნად ისახავს, გადახურვის ჰერმეტულობის გაუმჯობესებას.
სახურავის იზოლაცია ორკომპონენტიანი მასალებით – ასეთებს განეკუთვნება სპეციალური მაღალტექნოლოგიური ბიტუმოვან-პოლიმერული ემულსიები, რომლების დადებაც სახურავზე ხდება სპეციალური აღჭურვილობით. მაგალითისთვის, ორკომპონენტიან იზოლაციას განეკუთვნება – ტოლით გადახურვა, თხევადი რეზინით იზოლაცია, რულონური ტოლით ჰიდროიზოლაცია და ა.შ.
ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად იზოლაციის მასალას წარმოადგენს – ბიტუმ-პოლიმერული მემბრანა, მისი გამოყნების ფართო არეალის დამსახურებით. მისი დადება ხდება, არა მხოლოდ სახურავზე, არამედ შესაძლებელია – ავტო-ფარეხის გადახურვა, აუზის იზოლაცია, აბაზანის იზოლაცია, რომელიც ხდება მოჭიმვის და გალესვის შემდეგ კაფელის გაკვრამდე და უზრუნველყოფს, რომ კედლებში არ შევიდეს წყალი და არ მიეკაროს ნესტი და ასევე ფუნდამენტის იზოლაცია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ფუნდამენტის მდგრადობისთვის.
სწორი გადახურვის ტიპის შერჩევით, თქვენ უზრუნველყოფთ სასურველი ზედაპირის ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადას, იქნებით მშვიდად და დაცულად, და ასევე, რაც არანკლებ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ დაზოგავთ სარემონტო დანახარჯებს.
იმ შემთხვევაში თუ არ იცით, როგორი სახურავის იზოლაცია დაგჭირდებათ, დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენზე მორგებული იზოლაციის მასალის შერჩევაში და აზომვასაც უფასოდ გაგიწევენ.
იზოლაციის რემონტი დამოუკიდებლად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყლის გაჟონვის მიზეზი აშკარაა და იზოლაციის ფენას აღენიშნება მცირედი მექანიკური დაზიანება. ასეთი დაზიანების ლიკვიდაცია შესაძლებელია, თხევადი იზოლაციით (სარემონტო მასტიკით) ან ბიტუმური ლენტებით. უფრო რთულად შემთხვევებში, აუცილებლად დაუკავშირდით სპეციალისტებს.
ბრტყელ გადახურვა, ანუ იგივე სწორ გადახურვა ხდება ისეთი სახურავებისთვის, რომელთა დახრაც ძირითადად არ აღემატება 3-5° და დამახასიათებელი ისეთი კონსტრუქციებისთვის, როგორებიც არის მრავალსართულიანი სახლები, კორპუსები, სამრეწველო და კომერციული ობიექტები, ავტო-ფარეხები. ასეთი სახურავის იზოლაციისთვის გამოიყენება სპეციალიზირებული მასალები.
რემონტის საფასური ყოველ ჯერზე გამოითვლება ინდივიდუალურად, სპეციალისტის ობიექტზე მისვლის და სიტუაციის შეფასების შემდეგ. ფასი დამოკიდებულია ფართობის მოცულობასა და იზოლაციის სამუშაოების სირთულეზე და ასევე, გამოყენებულ სარემონტო მასალებზე.
თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, ისეთი მასალები, როგორიცაა – მოდიფიცირებული ბიტუმი, სინთეტიკური მემბრანები, პოლიმერული ბაზა რულონური იზოლაციისთვის – არ უშინდებიან გაყინვა/გადნობის ციკლებს, დაბალ ტემპერატურებში არ კარგავენ ელასტიკურობას, თითქმის არ რეაგირებენ უხეშ ულტრა იისფერ გამოსხივებაზე. სახურავის იზოლაციის ყველა წესის დაცვის შემთხვევაში ექსპლუატაციის ვადა ითვლის რამდენიმე ათწლეულს.
რა თქმა უნდა შესაძლებელია და ავტო-ფარეხის იზოლაციით თქვენ დაიცავთ ფარეხში მყოფ ავტომობილს თუ სხვა ინვენტარს არამხოლოდ წყლის ჩამოსვლისგან, არამედ სინესტისგან, სოკოების და ობის გაჩენისგან, შეინარჩუნებთ ერთგვაროვან ტემპერატურას.
ფუნდამენტი- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენემენტია ნებისმიერი შენობისთვის. მთლიანი შენობის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის კონსტრუქციასა და მდგრადობაზე. გრუნტის წყლებს შეუძლიათ ძლიერი ზიანი მიაყენოს საცხოვრებელ ბინებს. ბეტონის კონსტრუქციაში სინესტის მოხვედრისას, კონსტრუქცია იჟღინთება მისით, ამიტომაც არმატურის კარკასის დაცვისთვის და ფუნდამენტისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სარდაფებში აუცილებელია მოხდეს საძირკვლი იზოლაცია.
იყავით ჩვენი მომხმარებელი
თუ თქვენ გინდათ გაალამაზოთ თქვენი სახლი, ოფისი , გინდათ რომ ქონდეთ უნიკალური