ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბარისოლი

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ფასი

30 ლარი / 1კვ.მ

მასალა ხელობით:
პრემიუმ გერმანული ხარისხი

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ფრანგული ჭერი?

მონტაჟის მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

სარჩევი: სწრაფი ნავიგაცია

ფრანგული ჭერი ბარისოლის შესახებ: რომელიც ხარისხიანი და ხელმისაწვდომი არჩევანია

 
გასაჭიმი ჭერი საქართველოში საკმაოდ პოპულარული არჩევანია თანამედროვე სახლის დიზაინისთვის. ის უზრუნველყოფს გლუვ, სუფთა იერსსახეს და შეიძლება მორგებული იყოს ნებისმიერ სივრცეში. კარგი გადაწყვეტილებაა მრავალი დეკორატიული ამოცანისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო კრეატიული დიზაინების შესაქმნელად.
 
ბარისოლის ჭერი მოპირკეთების ტიპია ჭერისთვის, რომელიც მზადდება წელვადი მასალისგან, რომელიც გადაჭიმულია ჩარჩოზე და მიმაგრებულია კედლებზე. როგორც წესი, თხელი და მსუბუქი მატერია, შედგება PVC ან მსგავსი სინთეტიკური მასალისგან, რაც მჭიდროდ გადაჭიმულია კედლის პერიმეტრზე მიმაგრებულ პროფილზე.  არ არის რთული კონსტრუქციები.
 
ფრანგული ჭერები პრაქტიკული მიმზიდველი ვარიანტი დაუმუშავებელი ჭერის დასაფარად. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, მონტაჟდება მარტივად და შეიძლება გაკეთდეს სწრაფად, საშუალებას იძლევა მოსაჭიმი ჭერი დამონტაჟდეს რამდენიმე საათში. მათი გამოყენება შესაძლებელია არათანაბარ ჭერის დასაფარად. მოვლა შედარებით მარტივია, რადგან ადვილად იწმინდება და არ იგროვებს მტვერს, სხვა მასალებთან შედარებით.
 

gasachimi cherebis გამოყენება შესაძლებელია საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ, სამრეწველო – სასტუმროს სივრცეებში. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერის, ფაქტურის დიდი არჩევანი, რომელსაც მოარგებთ ნებისმიერ თქვენ დიზაინს.

ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი

ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი

რაც შეეხება ბარისოლის ჭერის დამონტაჟებას, პროცესი სწრაფი და მარტივია. ინსტალაცია საჭიროებს 2-3 საათს, დრო დამოკიდებულია ოთახსი კვ.მ რაოდენობაზე და სირთულეზე. მასალას ჭირდება გათბობა სანამ გაიჭიმება, ამისათვის მოიხმარება გაზის ბალონი რომელიც აცხელებს მასალას. რის შემდეგადაც ადვილია მუშაობა, ადვილად იწელება იღებს სასურველ ფორმას, საცხოვრებელ ფართში ეს სამუშაოები სრულიად უსაფრთხოა.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ მონტაჟამდე franguli cheri

  1. სამალიარო სამუშაოები უნდა იყოს დამთავრებული, იქნება ეს სამღებრო თუ შპალერის გაკვრა. თუ მანამდე დაყენდება pranguli cheri, კედლის სამუშაოების დროს შეიძლება მალიარმა დააზიანოს ჭერი.
  2. სანამ ავეჯს დადგამთ, ჯერ ჭერი უნდა დამონტაჟდეს, ჭერის ხელოსანს სამონტაჟო სამუშაოებში ავეჯი ხელს შეუშლის.
  3. ასევე სააბაზანოში სანამ დუშკაბინას დააყენებთ, მანამდე უნდა დაყენდეს ჭერი, სიმაღლეში მუშაობაში ხელს შეუშლით ხელოსნებს.
  4. სივრცეები სადაც ჭერის ზედაპირი ფიცრით გაკეთებულია, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ინახოს ჰაერი ხომ არ შემოდის, თუ კი, მაშინ დაჭიმული ჭერი იმოძრავებს. აუცილებლად მონტაჟამდე უნდა იყოს ჰაერის შემოსვლის პრობლემა აღმოფხვრილი.
  5. განათებას რაც შეეხება, ლედ ჩასამონტაჟებელი ვიზუალურად მრგვალი უნდა შეიძონთ, სამაგრები მხოლოდ მრგვალია, სხვა ფორმის სამწუხაროდ არ ყენდება ან ძალიან რთულია, ჩაყენების დროს შეიძლება დაზიანდეს ჭერის ტილო.
  6. დენის კაბელები, უნდა ჩანდეს ან ნახაზი უნდა იყოს, კედელში საიდან მიდის ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად, პროფილის დაყენების დროს კაბელი რომ არ დააზიანდეს.
  7. გაითვალისწინეთ რომ მინიმუმ 3-5 სმ ჩამოიწევს ზედაპირიდან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში ჩამოიწევა სასურველ დონეზე.
  8. თუ სივრცე აღემატება: სიგრძე 20 მ და სიგანე 5,5 მ , მეტერია არაა ამ ზომებზე მეტი, ვერ დავამონტაჟებთ.
 
გასაჭიმი ჭერის მონტაჟი
 

გასაჭიმი ჭერის მონტაჟის პროცესი მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • მონტაჟისთვის აზომვა: ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანი აზომავს ოთახას, რომ შემდეგ დაიჭრას და მომზადდეს, სამონტაჟოთ ზომების მიხედვით.
  • ფართის სრული მომზადება: არის საჭირო ყველა ავეჯის გატანა, რამაც შეიძლება მონტაჟს შეუშალოს ხელი, უნდა იქნას გატანილი მსხვრევადი ნივთები, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს.
  • ზედაპირის მომზადება: პირველი რიგში ჭერი უნდა მომზადდეს სამონტაჟოთ. აუცილებელია გასუფთავება ჭერის მტვრისგან, მსხვილი და მცირე ნამსხვრებისგან, დამონტაჟებულ ჭერზე არ დაიყორს შიგნიდან რომ არ გამოჩნდეს.
  • პროფილის დაყენება: ლაზერში გასწორებულ, კედლის პერიმეტრზე მონტაჟდება პროფილი, რაც შემდეგ იჭერს ფრანგული ჭერს.
  • franguli cheri დამონტაჟება: იჭიმება და მაგრდება პროფილზე სპეციალური სამაგრის გამოყენებით.
  • განათების დამონტაჟება: გაჭიმვის შემდეგ განათება, მაგრდება წინასწარ მომზადებულ თავის ზომის სამაგრში.
  • ბოლო ეტაპები: franguli gasachimi cheri მასალის დამონტაჟების შემდეგ, ხელოსანი განახორციელებს ყველა საჭირო კორექტირებას.
 
ინსტალაციის პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს სპეციფიკური სივრცის სირთულეების მიხედვით. პროფესიონალური და ხარისხიანი დაყენების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია კვალიფიციურ, გამოცდილ ხელოსანი. იდეალურად სწორი გასაჭიმი ჭერების დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ლამაზ დიზაინის ახალ ჭერს, რომელიც მოგემსახურებათ მრავალი წლების განმავლობაში.
 
 

გასაჭიმი ჭერები რამდენი ხანი ძლებს

როგორც წესი, მწარმოებლები გარანტიას აძლევენ გამძლეობაზე 10-დან 15 წლამდე. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გამძლეობის ვადა გაცილებით მეტია. ხარისხიანი პროდუქტი ამავდროულად ფერს არ კარგავს, არც ტექნიკურ მახასიათებლებს.
 
შედარებისთვის, ავიღოთ შეღებილი თაბაშირმუყაოს ჭერი – მას დაჭირდება რამდენიმე წელიწადში გადაღებვა, ხოლო ფრანგული ჭერის შემთხვევაში, მხოლოდ დროდადრო დასჭირდება ზედაპირის წმენდა.

გასაჭიმი ჭერები რამდენი ხანი ძლებს

გასაჭიმი ჭერი და მისი უპირატესობები

  1. მალავს ხარვიზებს: ბარისონის ჭერით შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭერში ხარვიზების დასაფარად, როგორიცაა ბზარები ან არათანაბარი ზედაპირები. არაა საჭირო ჭერის გასწორება.
  2. მარტივია გასაწმენდად: გაწმენდა და მომსახურეობა მარტივია, რადგან ისინი იკრავს მტვერს ან ჭუჭყს, როგორც სხვა მასალის ჭერები.
  3. სინათლის ანარეკლი: ფრანგული ჭერები შეიძლება გაკეთდეს პრიალა მასალით, რომელიც ირეკლავს შუქს და გეხმარებათ მეტი სივრცის აღქმაში.
  4. განათება: ფრანგული ჭერის დაპროექტებული შეიძლება იყოს არასტანდარტული განათება, როგორიცაა LED ნათურები ან ჩაღრმავებული მოწყობილობები.
  5. დიზაინი: დასაჭიმი ჭერების დიზაინში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფორმების შესაქმნელად.
  6. მასალის ხარისხი: barisolis cheri დამზადებული მაღალი ხარისხის მასალებისგან, გამძლე და მდგრადია ტენიანობის, ობის და სხვა გარემო ფაქტორების მიმართ.
  7. გამოდგება ნებისმიერი სივრცისთვის: გერმანული ჭერის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის სივრცეში, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, სასტურმო და ასე შემდეგ.
  8. უსაფრთხოა: დაჭიმული ჭერი არ შეიცავს რაიმე საშიშ ნივთიერებებს, უსაფრთხოა ყველა ტიპის შენობაში გამოსაყენებლად.
  9. მოვლის სიმარტივე: შეღებვას ან სხვა სახის მოვლას არ საჭიროებს, რაც დაზოგავს თქვენს დროს, ფინანსებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
  10. ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა: თუკი სწორად დამონტაჟდება, gasachimi cheri მრავალი ათეული წლის მანძილზე იდეალური შესახედი იქნება. გასკდომის, აქერცვლის და არც ფერის შეცვლის საფრთხე არ არსებობს;
  11. წყლის ჩამოსვლა: ნუ შეგეშინდებათ წყლის ჩამოშვების 1 კვ.მ – ზე უძლებს 100 ლიტრამდე წყალს, ასე რომ არ დაგჭირდებათ თქვენი ფართის ახლიდან გარემონტება.
  12. ფერების პალიტრა: ბარისოლში 40 მეტი ფერების, ფაქტურის არჩევანია, ასევე ნახატიანი მასალაც, შესაძლებელია შეკვეთის შემთხვევაში თქვენთვის სასურველი ნახატის დატანებაც.
  13. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია: მზადება PVC მასალისგან და ეკოლოგიურად სუფთა.
  14. იმალება გაყვანილობები: გაყვანილობა, ვენტილაცია, სიგნალიზაცია, ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორები – ეს ყველაფერი შეიძლება უსაფრთხოდ დაიფაროს ჭერის ქვეშ.
 
 

ფრანგული გასაჭიმი ჭერების უარყოფითი მხარეები

  1. აქვს თუ არა სუნი: მხოლოდ მონტაჟის დროს აქვს სპეციფიკური სუნი, თუ ხარისხიანი მასალაა განიავების შემდეგ რამოდენიმე დღეში აღარ იქნება სუნი.
  2. დაზიანება: ბარისოლი ადვილად ზიანდება ბასრი საგნით, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ექსპლუატაციის დროს. დაზიანების შემთხვევაში შესარემონტებლად ან შესაცვლელად საჭიროა ხელოსნის გამოძახება, ჩვენი კომპანია მოგემსახურებათ მოკლე დროში
  3. დამონტაჟება: დაყენებას არ გირჩევთ თუ გამოცდილება არ გაქვთ და სპეციალური აღჭურვილობა.
  4. განათება: სამწუხაროდ ყველა ტიპის განათება ვერ ყენდება, რადგან არაა სამაგრები ზომების ფორმების მიხედვით.
 
  
როგორ მოვუაროთ ფრანგულ ჭერს

სასარგებლო რჩევები თუ როგორ უნდა გაწმინდოთ ფრანგული გასაჭიმი ჭერი

განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება: მათი წმენდა შესაძლებელია მტვერისგან, ჭუჭყისაგან და ლაქებისგან: სამზარეულოში ცხიმის მოცილება, აბაზანაში შემშრალი წვეთების, სიგარეტის კვამლის, მტვერი და ა.შ. გასუფთავება შესაძლებელია სარეცხი საშუალებით, რომელიც არ შეიცავს ქლორს, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ჭერი ან დაკარგავს ფერს.
 
  • გაჭიმვის ჭერის წმენდისას არ გამოიყენოთ მყარი, უხეში ჯაგრისები; მათ შეუძლიათ ტილო დაკაწრონ და მასზე ნაკაწრები დატოვონ;
  • გამოიყენება ჭურჭლის სარეცხი სითხე, მინის, ყველაფერი რაც მაქსიმუმ ქაფს ქმნის.
  • გამოიყენეთ ყველაზე რბილი, სველი ღრუბელი ან ნაჭერი;
  • გაწმენდისას უფრო კარგი იქნება წრიულად წმიდოთ ცენტრიდან კედლებამდე;
  • ფრთხილად წაუსვით ჭერზე საწმენდი ხსნარი, შემდეგ ჩამოწმინდეთ წყლით, ბოლოს გაამშრალეთ მშრალი ნაჭრით.
 
 

რომელ ოთახებში შეიძლება დაყენდეს ფრანგული ჭერი

გასაჭიმ ჭერის დამონტაჟება შესაძლებელია სახლის ან ბინის ნებისმიერ ოთახში. ისინი ხშირად დამონტაჟებულია საცხოვრებელ ოთახებში, საძინებლებში, სამზარეულოებსა და სველი წერტილებში. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ სიმაღლეზე და ოთახის თითქმის ნებისმიერ ფორმაზე, რაც მათ ძალიან მრავალმხრივს ხდის. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კომუნიკაციების დასამალად, როგორიცაა ელექტრო გაყვანილობა და ვენტილაციის მილები, 
 
  • მისაღები: შესაძლებელია დავაყენოთ ბევრი განათება და თქვენი ოთახი გავხადოთ ნათელი.
  • საძინებელი: ეს ყველაზე მყუდრო ადგილია ბინაში შეგიძლიათ აარჩიოთ თბილი მატოვი მასალის ფერები.
  • სამზარეულო: ხშირად გვეკითხებიან შეიძლება თუ არა სამზარეულო ოთახში დამონტაჟება? დიახ რა თქმა უნდა, რადგან საჭმლის მომზადების დროს გამოიყოფა ბევრი ორთქლი და ცხიმოვანი შხეფები რაც დასვრის ჭერს, ყველაფრი ადვილად იწმინდება და მოგცემთ პირვანდელ სახეს.
  • აბაზანა: ჩვენი რჩევაა გააკეთოთ პრიალა მასალით, რადგან ფართს მეტ სივრცეს მისცემს, თან პრიალა მარტივად იწმინდება.
  • შემოსასვლელი: თუ გსურთ, თამამად შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრი წერტილოვანი განათებები ნახევარად პრიალა მასალზე ამით მიიღებთ დამატებით სივრცეს და სიკაშკაშეს.
 
 
რა ღირს ფრანგული გასაჭიმი ჭერები
 
ფასი დამოკიდებულია კვ.მ რაოდენობაზე 15 კვ.მ ან მეტი თუ არის 30 ლარი მასალა ხელობით, თუ ნაკლებია კვ.მ ფასი იქნება 35-40 ლარი, ასევე გააჩნია სირთულეებს, ბევრი კუთხეა, მრგვალი ფორმებია და ასე შემდეგ…
 
  • განათების დაყენება, ერთი ცალის სამაგრით და ხელობით 15 ლარი.
  • ჭაღის ჩამოკიდება თუ სპეციალური სამაგრი არ ჭირდება არაფერი არ ემატება უფასოა.
  • აბაზანის გაკეთება კვ.მ არ ანგარიშდება. მასალა ხელობით, 2 განთების დაყენებით. ერთი აბაზანა 250 ლარი თუ კაფელია კედლებზე, კერამოგრანტის შემთხვევაში 350 ლარი, ორმაგი დრო ჭირდება სამუშაოებს ვიდრე კაფელზე.
 
შევადაროთ თაბაშირმუყაოს; საშვალოდ 60-70 ლარი გამოდის სამღებრო სამუშაოებთან ერთად თაბაშირმუყაოს გაკეთება. თუ რთული ფორმები, დონეები იქნება უფრო მეტი გამოვა ღირებულება.
 
 

gasachimi cheri ჩვენი მომოსახურეობა – მონტაჟი 1 დღეში

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას:
გვიკავშირდებით; აზომვაზე მოდის ხელოსანი იმ დღეს ან მეორე დღეს, თან ექნება კატალოგი აარჩევთ ფერს.
თუ პატარა ფართია დამონტაჟდება მეორე დღესვე.

ხშირად დასმული კითხვები:

შესაძლებელია ნებისმიერი ნახატის დასმა. ჩვენი თანამშრომლები მოგეხმარებიან სურათის შერჩევაში თქვენი გემოვნებით.

რა ღირს გასაჭიმი ჭერი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა  ფართი,  რამდენი განათების წერტილი იქნება. დაუკავშირდით ჩვენ მენეჯერს და გეტყვით ზუსტ ფასს. 579 90 80 80

საკმარისია დარეკოთ ჩვენ მენეჯერთან და შეგვატყობინოთ თქვენ პრობლემაზე, რის მერე ჩვენ გამოუშვებთ ხელოსნებს, რომლებიც ჩამოუშვებენ წყალს და ჭერს მიანიჭებენ პირვანდელ სახეს.

შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის განათების  ჩასვათ. 

დანაგვიანება მინიმუმალურია, მტვერსასრუტით  გამოყენება საკმარისი იქნება.

ზედა პირიდან ჩამოდის 3-5 სმ. ასევე ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ რამხელა ზომის გაქვთ შერჩეული მანათობელი.

დაჭიმულ ჭერს შესაძლებელია დამონტაჟების შემდეგ 2-3 დღე ქონდეს სუნი, განიავების შემდგეგ სუნი საერთოდ არ აქვს.

აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით