ფრანგული გასაჭიმი ჭერი​

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ
ფასი
30 ლარი / 1კვ.მ
მასალა ხელობით

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ჭერი?

ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟის

მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

პოპულარული სერვისები

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია გასაჭიმ ჭერს

პერსონალური სტილი მნიშვნელოვანია როგორც თქვენი სახლისთვის, ისე ნებისმიერი ბიზნესისთვის. როდესაც გსურთ, რომ თქვენმა კლიენტებმა იცოდნენ რომ საუკეთესოები ხართ საქმეში, აუცილებელია საუკეთესო შთაბეჭდილებები შეუქმნათ მათ თქვენზე. ერთ-ერთი ფაქტორია ინტერიერის დიზაინი. ინტერიერის დიზაინში რამდენიმე ასპექტია, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის ყურადსაღებია, რომელსაც ხშირად ივიწყებენ და ეს არის ჭერი.

ბარისოლის ჭერი

გასაჭიმი ჭერი ყურადღებას იქცევს

იმ მომენტიდანვე, როდესაც ვინმე თქვენს ოფისში ფეხს შემოადგამს, მათ ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ლამაზი ბარისოლის ჭერი – ს მშვენიერება. ჭერის პრინტი, შეიძლება სპეციფიკურად შეირჩეს, რის შედეგადაც ოთახის ატმოსფერო უფრო მკვეთრი გახდება.

მაგალითისთვის, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნატურალური დიზაინი, რომელიც თქვენს სპას უფრო მდიდრულ იერს შესძენს, ან გეომეტრიულ ფიგურებზე წახვიდეთ, რომელიც თქვენი ავეჯის შოურუმს უფრო მოუხდება. იფიქრეთ, როგორი ტიპის ბიზნესს მართავთ და როგორ გინდათ რომ თქვენი კლიენტები გრძნობდნენ თავს. აღსანიშნავია, რომ განათებაც გეხმარებათ ყურადღების მიქცევაში და უფრო მკვეთრად გამოხატავს დიზაინის ელემენტებს.

ფრანგული ჭერის დამატებითი იზოლაცია

როდესაც ჭერზე დამატებით ფენას აკეთებთ, ამას თან დამატებითი იზოლაციაც ემატება. ამის შემდგომ, ოთახი ინარჩუნებს ტემპერატურას იმაზე კარგად, ვიდრე ოდესმე. არამხოლოდ თქვენი მოხმარებლები თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ, არამედ გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებთ, როდესაც კომუნალური გადასახადის ქვითარში ნაკლები თანხა ეწერება. როცა თქვენი დანახარჯები მცირდება, შესაბამისად იზრდება შემოსავალი.

გაუმჯობესებული შეკიდული ჭერის განათება

განათებები სხვადასხვანაირად ერგება გარემოს. მაგალითისთვის, სილამაზის სალონში, აუცილებელია საკმაოდ ძლიერი ნათება იმისათვის, რომ საქმე ჯეროვნად შესრულდეს და მომხმარებელმა დაინახოს თუ როგორ გამოიყურება მისი თმა. თუ რომანტიკულ რესტორანზე მიდგება საქმე, პირიქით, დაბალი და მყუდრო განათებაა საჭირო, ოღონდ ისეთიც რო კლიენტებმა მენიუს წაკითხვა შეძლონ.

გასაჭიმ ჭერებთან ერთად თქვენ ნებისმიერი განათების დაყენება შეგიძლიათ, როგორსაც კი მოისურვებთ, უბრალოდ უნდა შეარჩიოთ განათების ტიპი და გაითვალისწინოთ ჭერის ქსოვილის სინათლის გამტარიანობა და დატკბეთ ელეგანტური და ეფექტური განათებით თქვენი ბიზნესისთვის. ეს ყველაფერი არამხოლოდ უკეთ გამოაჩენს ოთახს, არამედ თქვენი გასაჭიმი ჭერის დიზაინსაც უფრო მკვეთრად გამოაჩენთ.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი

ხმის იზოლაცია

ბევრი ისეთი ბიზნესი არსებობს, რომლებიც უფრო მეტ სარგებლობას მიიღებდნენ შედარებით წყნარი სამუშაო გარემოთი. თქვენ ხელს უწყობთ თქვენს თანამშრომლებს კონცენტრირებაში და ასევე აუმჯობესებთ მომხმარებლის გამოცდილებასაც.

მაგალითისთვის, თუ თქვენ თერაპიული მასაჟის ბიზნესი გაქვთ, აუცილებელია რომ კლიენტები თავს სიწყნარეში და მშვიდად გრძნობდნენ. თქვენ არ გჭირდებათ ხმაურიანი ზედა მეზობლები, რომ მასაჟის პროცესს აფერხებდნენ. თუ ხმის იზოლირება თქვენთვის მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ ხმაგაუმტარი გასაჭიმი ჭერები შეიძინოთ.

ბარისოლის ჭერის ქსოვილი იწოვს სუნს

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი ჭერი არ იწოვს სუნს შენს რესტორანში, სილამაზის სალონში, ბარში და ა.შ. ვისაც მსგავსი ბიზნესი გაქვთ, გეცოდინებათ რა რთულია რომ შენობაში სასიამოვნო სურნელი იდგეს. საუკეთესო ვენტილაციაც კი არ შველის ხოლმე და ეს განსაკუთრებით რთულია ზამთრის პერიოდში.

გასაჭიმი ჭერები კიდევ ქსოვილისგან მზადდება, ჩვეულებრივი გიბსოკარდონის ჭერი – სგან განსხვავებით. რაც ნიშნავს, რომ სასიამოვნო სურნელს ისინი შეიწოვენ და შეინარჩუნებენ დიდი ხნის მანძილზე.

ყოველი ჩამოთვლილი უპირატესობების გათვალისწინებით ფრანგული გასაჭიმი ჭერი არაჩვეულებრივი ინვესტიცია იქნებოდა. როდესაც ყველაფერს ერთად აჯამებთ, ნათელია თუ რატომ წყვეტს უამრავი ბიზნესი თავიანთი ინტერიერის დიზაინის ამ გზით გაუმჯობესებას.

გლუვი, მარტივი, ეფექტური გასაჭიმი ჭერები, რომლის დიზაინიც თქვენს საჭიროებებს ერგება. გასაჭიმი ჭერი ერგება თქვენს სტილს, ფერთა პალიტრას და დამატებითი თვისებები როგორებიც არის – ხმის იზოლაცია და სინათლის გამტარიანობა კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს მათ. ასეთი ფრანგული ჭერის შეძენისას თქვენი ოთახი აღარასდროს იქნება მკრთალი და მოსაწყენი!

გააზიარეთ:

მსგავსი პოსტები

აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით