ნაჭრის გასაჭიმი ჭერები – პლუსები და მინუსები

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ფასი

27 ლარი / 1კვ.მ

მასალა ხელობით:
პრემიუმ გერმანული ხარისხი

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ჭერი?

მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

შეკიდული ჭერების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ნაჭრის გასაჭიმი ჭერები. მათი მეშვეობით თქვენ არა მხოლოდ გეძლევათ საშუალება ორიგინალურად გადაწყვიტოთ ინტერიერის დიზაინი, არამედ დაფაროთ ჭერის არსებული ხარვეზები.

ამ სტატიაში დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვით ჩვენ დაგეხმარებით სასურველი და ხარისხიანი არჩევანის გაკეთებაში.

ფრანგული ჭერი ფასი

 

ნაჭრის გასაჭიმი ჭერები – პლუსები და მინუსები

თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე ნაჭრის კონსტრუქციების ფართო არჩევანს შეხვდებით, რომლებიც განსხვავდებიან, როგორც მწარმოებელით, ასევე გამოყენების საშუალებებით.
ასეთი ტიპის ჭერის სისტემებმა პოპულარობა თავისი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ხანგრძლივის გამოყენების ვადით და მარტივი მონტაჟის მეშვეობით მოიპოვა. მათი დაყენების შედეგად კი იდეალურად სწორ ზედაპირს ვიღებთ, რომელიც არაჩვეულებრივად ფარავს უსწორმასწორო ადგილებს და ავსებს არსებულ დიზაინს.

 

gasachimi cheri fasi

გამზადებული კონსტრუქციების ფოტოები, უკეთ გვაჩვენებენ მსგავსი სისტემების სილამაზეს და ორიგინალურობას. ხოლო ტილოების მიხედვით ნაჭრის ჭერები იყოფა რამდენიმე სახეობად.

1. ფაქტურული ნაჭერი – ამ ტიპის ჭერს გააჩნია მინიატურული ამოტვიფრა. ეს მიიღწევა ორი ფენის მეშვეობით, რომელიც შედგება: სპეციალური ბადისებრი საფუძველისგან და უშუალოდ ნაჭრისგან, რომელსაც ამოტვიფრულად აქვს დატანებული ნახატები.

 

gasachimi franguli cheri

2. სატინის ნაჭერი. ასეთი ტიპის ტილო მზადდება პოლიმერის ბაზაზე, რომელიც ოდნავ მოგვაგონებს სატინს. წვრილმარცვლოვანი ზედაპირის წყალლობით, ასეთ ჭერებს ახასიათებთ სადაფის ეფექტი, ხოლო, როდესაც ოთახის განათება ხვდება ნაჭერს, ის პირდაპირი გაგებით ბრწყინავს, რაც აძლევს ნებისმიერ ოთახს ერთგვარ იდუმალებას.

 

gasachimi cheri

3. აბრეშუმის ნაჭერი – ნაჭრის გასაჭიმი ჭერი – ს ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელიც ტექსტურით ძალიან მიახლოებულია ნამდვილ აბრეშუმთან. აღსანიშნავია რომ ზედა ფენა ოდნავ ახშობს ხელოვნურ განათებას, რაც სინათლეს მთელს შენობაში თანაბრად ანაწილებს.

 

რა ღირს გასაჭიმი ჭერი

„სასარგებლო რჩევა! ნაჭრის ჭერების გარეცხვა შეიძლება მხოლოდ რბილი სარეცხი საშუალებებით“

ნაჭრის ჭერების უპირატესობები:

1. ფიზიკური მდგრადობა – ნაჭრის საფარი ბევრად უფრო მდგრადია.

2. ჰაერის გამტარობა – ნაჭრის ჭერზე შეიძლება ითქვას, რომ ის სუნთქავს, რამდენადაც ის თავისუფლად ატარებს ჰაერს და არ არღვევს ჰაერის კონდენსაციას ძირითად ჭერსა და ოთახს შორის.

 

shekiduli cherebi

3. ეკოლოგიურად სუფთა – ნაჭრის გასაჭიმი ჭერის დამზადებებისას იყენებენ საკმაოდ რთულ ტექნოლოგიებს. ძაფები, რომლისგან ამზადებენ ტილოს, ნატურალურია. მათგან წნავენ ბადეს, რომელსაც შემდგომ ამუშავებენ ხსნარით, რაც გამზადებულ ნაჭერს აძლევს ცეცხლგამძლე თვისებას.

„სასარგებლო ფაქტი! ნაჭრის შემადგენლობაში ვერ შეხვდებით ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორებიც არის კადმიუმი, ფენოლი და სხვ. ამიტომაც, მასალა არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის“

shekiduli cheris dizaini

4.ცეცხლგამძლეობა – შეუძლებელია ჭეშმარიტად მაღალი ხარისხის მასალას მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ცეცხლი მოეკიდოს, ზემოთხსენებული ტექნოლოგიების დამსახურებით.

5. მდგრადობა დაბალი ტემპერატურისადმი – გასაჭიმი ჭერის ყველა თვისება ნარჩუნდება -40 გრადუს ტემპერატურის შემთხვევაშიც კი, რაც კიდევ უფრო აფართოებს გასაჭიმი ჭერების გამოყენების სპექტრს.

გასაჭიმი-ჭერები ფრანგული ჭერი

6. მრავალწიანი გამოყენება – ყველა წესის დაცვით დამონტაჟების შემთხვევაში, გასაჭიმი ჭერის სისტემა 10 წელიწადზე მეტხანს გაგიძლებთ.

7. მარტივი მონტაჟი – ნაჭრის გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება იმდენად მარტივია, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია გაკეთება, ყოველგვარი დახმარების გარეშე.

გასაჭიმი ჭერები ფრანგული ჭერი ბარისოლი

ნაჭრის გასაჭიმი სისტემების უარყოფითი მხარეები

ნაჭრის გასაჭიმი ჭერების ერთ-ერთ მთავარ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ფერების არც ისე მდიდარი პალიტრა. ძალიან რთულია იპოვო ნაჭერი, ორიგინალური ფერთა შეხამებით,სამაგიეროდ თქვენ თქვენივე ხელით შეგიძლიათ შექმნათ ასეთი.
მინუსებს შეიძლება ასევე შეღებვის ეტაპი მივათვალოთ, რადგანაც ჭერს მხოლოდ მისი სრული მონტაჟის შემდგომ ღებავენ. ხოლო მისი შეღებისთვის, საჭიროა გამოცდილი ოსტატების მოძიება, რომლებიც მსგავს საქმიანობაში სპეციალიზირდებიან.

GASACHIMI CHERI FRANGULI

აღსანიშნავია, რომ ნაჭრის გასაჭიმი ჭერები ვერ იკავებენ წყალს და თუ შემთხვევით მეზობელმა წყალდიდობა მოგიწყოთ, ნაჭრის ჭერი ვერ გადაარჩენს რემონტს. თუმცაღაცა, თანამედროვე მწარმოებლები მომხმარებელს ასევე სთავაზობენ ჭერის დამატებით მასალას, რომელსაც წყლისშემაკავებული თვისებები გააჩნია.

ნებისმიერი ნაჭერი ადვილად იწოვს სუნს, ამიტომაც არ გირჩევთ ასეთი კონსტრუქციების სამზარეულოში ან სხვა ოთახებში დაყენებას, სადაც შეიძლება რაიმე სუნი შეიწოვოს ჭერმა.

ნაჭრის გასაჭიმი ჭერები მრავალჯერადად არ გამოიყენება. თუ მოგიწიათ აწ არსებული ჭერის დემონტაჟი, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ახალი ნაჭრის ჭერის შეძენა.

franguli gasachimi cheri fasi

ნაჭრის გასაჭიმი ჭერის სისტემების ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა, იმედია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, რათა თქვენი სახლის ჭერი თქვენს გემოზე შეარჩიოთ და განაგრძოთ ცხოვრება ბედნიერად.

პოპულარული სერვისები
გააზიარეთ
Facebook
Pinterest
Twitter
LinkedIn
მსგავსი პოსტები
აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით