მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა

მონტაჟი 3 დღეში
2 ფანჯარა და მეტის შეკვეთისას
მიიღეთ ფასდაკლება

მეტალოპლასტმასის ფასის გაგება

გამოგვიგზავნეთ ზომა და მოკლე დროში შეგატყობინებთ ფასს.
ან დაგვირეკეთ 579 90 80 80

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა

მონტაჟი 3 დღეში
2 ფანჯარა და მეტის შეკვეთისას
მიიღეთ ფასდაკლება
გამოგვიგზავნეთ ზომა და მოკლე დროში შეგატყობინებთ ფასს.
ან დაგვირეკეთ 579 90 80 80

მომსახურეობაში შედის

ნაბიჯი 1
დეტალური აზომვა
ნაბიჯი 2
ფერის არჩევა
ნაბიჯი 3
ტრანსპორტირება
ნაბიჯი 4
მონტაჟი
მეტალოპლასტმასის კარ-პანჯარა

მეტალო–პლასტმასის ფანჯრების უპირატესობები

თუ გაქვთ კითხვები - ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ

ბლოგ პოსტი

მეტალოპლასტმასის კარ ფანჯარა თუ ხის ფანჯარა – როგორი ფანჯარა სჯობს ?

ფანჯრის კონსტრუქციების ბაზარი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვანაირი სახეობის ფანჯრებს. ყველაზე გავრცელებულ სახეობებს შორის კი არის: მასიური ხე, მეტალოპლასტმასის ფანჯარა და ალუმინის ფანჯარა. ერთი თუ მეორე ფანჯრის არჩევისას გადაწყვეტილების წინაშე ყოველი დამკვეთი დგება, რომლებიც ისეთ კრიტერიუმებს განიხილავენ, როგორებიცაა: ფასი, ტექნიკური მახასიათებლები, ესთეტიკა, მასალის ბუნებრივობა.

ძირითად წინააღმდეგობებს კი ვხვდებით მეტალოპლასტმასის და ხის ფანჯრებს შორის. მეორე ვარიანტის გულშემატკივრები ხაზს უსვამენ მასალის ბუნებრივ წარმომავლობას, მის ეკოლოგიურობას და იმას, რომ ხისგან დამზადებული ფანჯრები ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის და არ აბინძურებს გარემოს. მეტალოპლასტმასის მთავარ ღირსებებად კი ასახელებენ – თანამედროვეობას, ხელმისაწვდომობას და მის უნივერსალობას. მოდით, განვიხილოთ ერთის და მეორეს თვისებები.

ხის ფანჯრები

ხის ფანჯრები წარმოდგენილია ორ კატეგორიად – სტანდარტული და თანამედროვე ევროფანჯრები.

სტანდარტული – ყველაზე მარტივი კატეგორიაა ხის ფანჯრებს შორის. ეს ზუსტად ის კონსტრუქციაა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ყველგან შენობის ფანჯრებით მოპირკეთებისთვის. ასეთ ნაკეთობებს გააჩნიათ დამოუკიდებელი გაღებები, რომლის გაღება/დაკეტვასაც შეძლებთ თავისუფლად.

ხის ფანჯრები

ასეთი ტიპის ხის ფანჯრების დასამზადებლად ძირითადად იყენებენ, მასიურ ხეს. ხის ჯიშები კი მოიცავს  – დაწყებული უბრალო ფიჭვის და ნაძვისგან, დამთავრებული ძვირფასი ვარიანტებით, მათთვის ვისაც რაღაც უფრო ნატიფი სურს. მისი ბოჭკოვანი სტრუქტურა და ბუნებრივი ჰაერგამტარიანობა, რომელიც ახასიათებს ხის ფანჯრებს, ხის ფანჯრების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.

სტანდარტული ტიპის ხის ფანჯრების მონტაჟი საკმაოდ მარტივია და მის დაყენებას არაპროფესიონალიც კი შეძლებს. თუმცა, მის უარყოფით თვისებებად შეიძლება დავასახელოთ, რომ ხის ფანჯრები დროთა განმავლობაში შეიძლება დაჯდეს. იმ შემთხვევაში თუ ხე კარგად არ არის გამომშრალი, მაშინ მისი ექსპლუატაციის ადრე თუ გვიან ფანჯრის ჩარჩო აუცილებლად განიცდის დეფორმაციას, გაღებები ერთმანეთს შეუშლის ხელს, წარმოიშვება ნახვრეტები ან ბზარები. გაღებების ერთ ადგილას ფიქსირება შეუძლებელია და ქარმა შეიძლება ძლიერად მიაჯახუნოს, რის შედეგადაც შეიძლება ფანჯარა ჩამოიმსხვრეს. ასევე, ხის ფანჯრებს სჭირდებათ რეგულარული მოვლა და გასუფთავება, როგორც ჭუჭყისგან ასევე ნესტისაგან. ამის გარდა, დრო და დრო ხის ფანჯრებს სჭირდებათ სპეციალური ხსნარით დამუშავება, რომელიც ხელს უშლის ხის ლპობას.

ხის ევროფანჯრები – თანამედროვე და პროგრესული ალტერნატივაა სტანდარტული ფანჯრების. ასეთ ფანჯრებს გააჩნიათ ხარისხიანი და თანამედროვე მინაპაკეტი და კომფორტული ფურნიტურა.

ხის ფანჯარა

ევროფანჯრებს ამზადებენ წებოთი გამაგრებული ძელით, რაც არ გამორიცხავს, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს ფანჯრის დეფორმაციის რისკს. მთავარი მინუსი ასეთი ფანჯრების არის ის, რომ დრო და დრო, ისევე როგორც სტანდარტული ხის ფანჯრის შემთხვევაში სჭირდება სპეციალური ხსნარით დამუშავება. ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხე – ყოველთვის შეიცავს ხანძრის საშიშროებას, რომელიც ძალიან სწრაფად ალდება და ავრცელებს ხანძარს.

მეტალოპლასტმასის ფანჯრები

მეტალოპლასტმასისგან დამზადებული პროფილი – ეს არის ახალი თაობის მასალა. მისი გამოგონების მომენტიდან, მეტალოპლასტმასის ფანჯრებმა მრავალი ცვლილება განიციდა, იქამდე სანამ არ მიიღო დღევანდელი სახე და თვისებები

მეტალოპლასტმასის ფანჯრებს მთელი რიგი დადებითი თვისებები გააჩნია:

  • გააჩნია არაჩვეულებრივი ხმის იზოლაცია, შესაბამისად გარედან შემოსული ხმა არ შეგაწუხებთ;
  • ძალიან კარგად აკავებენ შენობის შიგნით სითბოს;
  • მეტალოპლასტმასის ფანჯრები არის ჰიგიენური და პრაქტიკული;
  • ისინი ძლებენ ძალიან დიდხანს;
  • გააჩნიათ თანამედროვე, მყარი სტრუქტურა.

ესთეტიკური თვალსაზრისით მეტალოპლასტმასის ფანჯრებმა აჯობა სხვა ყველა მასალებს, ვინაიდან დღეს, მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ მეტალო-პლასტმასის პროფილების უზარამზარ პალიტრას. მაგალითისთვის, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ არა მხოლოდ უნივერსალური თეთრი მეტალო პლასტმასის კარ ფანჯარა, არამედ ფერადი პროფილები, ლამინირებული ფანჯრები და ისეთი ფანჯრები, რომლებზე დატანებული პრინტი ერთი-ერთში განასახიარებს ნატურალური ხის იერს.

მეტალოპლასტმასის კონსტრუქციები არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ამის გარდა, მათი ფასი კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც ანალოგიურ ფანჯრებს, სხვა მასალებით აწარმოებენ გაცილებით იაფია. ევროპული სტანდარტის ხის ფანჯრები – ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია, ხოლო სტანდარტაული ხის ფანჯარა, კი ყველაზე ხელმისაწვდომი. დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ  საიმედოობის და გონივრული ფასის გათვალისწინებით მეტალოპლასტმასის ფანჯრებს არ ჰყავს კონკურენტი.

რა ღირს მეტალოპლასტმასის კარ ფანჯარა

ხშირად გვეკითხებიან:

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

მსგავსი პოსტები

ტაგები
barisonis cheri (1) bauer გასაჭიმი ჭერი (1) cherebi (1) dakiduli cheris gaketeba (1) gachimuli cherebi (1) gasachimi cheri (1) qvabis shesaputi karada (1) shekiduli cherebi (1) აბაზანის ჭერი (1) ბარისოლი გასაჭიმი ჭერები (1) ბარისოლის ჭერი (1) ბარისოლი ფასი (2) ბარისონის ჭერი (1) გასაჭიმი ჭერი მატოვი (1) გასაჭიმი ჭერის დიზაინი (2) გასაჭიმი ჭერი ფასი (1) გაჭიმული ჭერის მონტაჟი (1) გიფსო კარდონის გაკვრა ფასი (1) დაკიდული ჭერი (1) დაჭიმული ჭერი (2) ზალის ჭერი (1) მეტალოპლასტმასის კარადა (2) მოსაჭიმი ჭერი (1) პლასტიკატის ჭერი (1) პლასტმასის ჭერი (1) პრიალა ჭერი (1) რა ღირს ბარისოლის ჭერი (3) რა ღირს გასაჭიმი ჭერი (2) რა ღირს შეკიდული ჭერი (1) სამზარეულოს ჭერის დიზაინი (1) ფრანგული გასაჭიმი ჭერი მცხეთაში (1) ფრანგული გასაჭიმი ჭერი რუსთავში (1) ფრანგული შეკიდული ჭერი ფასი (1) ფრანგული ჭერი აბაზანაში (2) ფრანგული ჭერის მონტაჟი (1) ფრანგული ჭერის ხელოსანი (1) შეკიდული ჭერები (2) შეკიდული ჭერი (1) შეკიდული ჭერის დიზაინი (3) შეკიდული ჭერის ფასი (1) შეკიდული ჭერის ხელოსანი (3) ცენტრალური გამათბობელის შეფუთვა (2) ჭერი (1) ჭერი ბარისოლი (1) ჭერის ხელოსანი (1)