მასალის გამძლეობა დამოკიდებულია ხარისხზე ჩვენ შეგარჩევინებთ ხარისხიან მასალას რომელიც გაუძლებს წლებს.
სახურავის იზოლაცია არსებობს ორი სახის, იმის გათვალისწინებით თუ როგორ ფართობზე ხდება მისი დადება და განსხვავდება დანიშნულების და მონტაჟის მიხედვით:
სახურავის იზოლაცია ერთკომპონენტიანი მასალებით – ასეთ მასალას მიეკუთვნება, მასტიკა, სპეციალური პასტები, ბიტუმოვანი მასტიკები. ისინი გამოიყენება, ძირითადად სახურავის იზოლაციის გასამართად, მაგალითად გადახურვის რემონტისას. ეს მასალები იდება პროფესიონალის მიერ ხელით და მიზნად ისახავს, გადახურვის ჰერმეტულობის გაუმჯობესებას.
სახურავის იზოლაცია ორკომპონენტიანი მასალებით – ასეთებს განეკუთვნება სპეციალური მაღალტექნოლოგიური ბიტუმოვან-პოლიმერული ემულსიები, რომლების დადებაც სახურავზე ხდება სპეციალური აღჭურვილობით. მაგალითისთვის, ორკომპონენტიან იზოლაციას განეკუთვნება – ტოლით გადახურვა, თხევადი რეზინით იზოლაცია, რულონური ტოლით ჰიდროიზოლაცია და ა.შ.
ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად იზოლაციის მასალას წარმოადგენს – ბიტუმ-პოლიმერული მემბრანა, მისი გამოყნების ფართო არეალის დამსახურებით. მისი დადება ხდება, არა მხოლოდ სახურავზე, არამედ შესაძლებელია – ავტო-ფარეხის გადახურვა, აუზის იზოლაცია, აბაზანის იზოლაცია, რომელიც ხდება მოჭიმვის და გალესვის შემდეგ კაფელის გაკვრამდე და უზრუნველყოფს, რომ კედლებში არ შევიდეს წყალი და არ მიეკაროს ნესტი და ასევე ფუნდამენტის იზოლაცია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ფუნდამენტის მდგრადობისთვის.
სწორი გადახურვის ტიპის შერჩევით, თქვენ უზრუნველყოფთ სასურველი ზედაპირის ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადას, იქნებით მშვიდად და დაცულად, და ასევე, რაც არანკლებ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ დაზოგავთ სარემონტო დანახარჯებს.
იმ შემთხვევაში თუ არ იცით, როგორი სახურავის იზოლაცია დაგჭირდებათ, დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენზე მორგებული იზოლაციის მასალის შერჩევაში და აზომვასაც უფასოდ გაგიწევენ.
ფუნდამენტი- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენემენტია ნებისმიერი შენობისთვის. მთლიანი შენობის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის კონსტრუქციასა და მდგრადობაზე. გრუნტის წყლებს შეუძლიათ ძლიერი ზიანი მიაყენოს საცხოვრებელ ბინებს. ბეტონის კონსტრუქციაში სინესტის მოხვედრისას, კონსტრუქცია იჟღინთება მისით, ამიტომაც არმატურის კარკასის დაცვისთვის და ფუნდამენტისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სარდაფებში აუცილებელია მოხდეს საძირკვლი იზოლაცია.
იყავით ჩვენი მომხმარებელი
თუ თქვენ გინდათ გაალამაზოთ თქვენი სახლი, ოფისი , გინდათ რომ ქონდეთ უნიკალური