
ყველა მასალას ესაჭიროება მოვლა, არც ბარისოლია გამონაკლისი
როცა ბარისოლის ჭერს ამონტაჟებთ, ბუნებრივია გიჩნდებათ კითხვა: როგორ მოვუაროთ მას? მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ექსპლუატაციის პროცესში მოვლის სიმარტივეა. ბარისოლის ტილოს ანტისტატიკური ზედაპირი აქვს, რის გამოც მტვერს არ იკრავს. შესაბამისად, თქვენ ვერ დაინახავთ ობს და სოკოს. იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად მას მინიმალური დრო და ძალისხმევა სჭირდება. თუ უკვე გაქვთ დამონტაჟებული ფრანგული გასაჭიმი ჭერი, მისი გაწმენდა მარტივად, ნამიანი ტილოთი ან მიკროფიბერით შეგიძლიათ.
გაითვალისწინეთ მატოვი გასაჭიმი ჭერი პრიალაზე ადვილად იწმინედაბა !
რით უნდა გაწმინდოთ მატოვი ჭერის ზედაპირი
- თხევადი საპონით
- შუშის და სარკის საწმენდი საშუალებებით
- თხევადი ჭურჭლის გამწმენდებით
სასურველია გამოიყენოთ თბილი წყალი, დაახლოებით 40 გრადუსზე გამთბარი.

კატეგორიულად აკრძალულია:
ჩამონათვალი საშუალებებისა, რაც დააზიანებს ბარისოლის ტილოს, დაფხაჭნის, ფერსა და ვიზუალს შეუცვლის:
- მეტალის ღრუბელი
- ჯაგრისები
- სოდა
- ქლორიანი საშუალებები, მით უმეტეს ფხვნილის ფორმით
- აცეტონის შემცველი სითხეები (უცვლის ფორმას და ფერს)
ასევე ჩვენი კომპანია გთავაზობთ
რემონტის შემდეგ დალაგება დასუფთავებას
რამდენად ხშირად ესაჭიროება გაწმენდა მატოვი დაჭიმულ ჭერს
თუ ბარისოლი გაქვთ დამონტაჟებული შემოსასვლელში, საძინებელში, მისაღებ ოთახში მაშინ ის საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს, ყველაზე მეტი გაწმენდვა დასჭირდება სამზარეულოში და აბაზანაში.
ისეთ ადგილებში, სადაც არის მტვერი, ორთქლი, ცხიმიანი საკვების წვეთები ზედაპირზე? სააბაზანო ოთახში დაბინძურება ხდება წყლის წვეთებისგან. მოგიწევთ უფრო ხშირად გაწმენდა. სამზარეულო- ყველაზე “დაბინძურებული” ადგილია. ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვილილი ხსნარები.






