ჭერების ნაირსახეობები სამზარეულოსთვის
გასაჭიმი ჭერები იყოფა რამდენიმე სახეობად, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, დამზადების მასალის მიხედვით 2 ტიპის ჭერები გვაქვს:
1. პოლივინილქლორიდის ჭერები
2. ნაჭრის ბარისოლის ფრანგული გასაჭიმი ჭერები
ჭერი, რომელიც დამზადებულია პოლივინიქლორიდისგან იდეალურია სამზარეულოსთვის. მისი მოვლა მარტივია და არ იწოვს უცხო სუნს. ერთადერთი არსებითი მინუსი ასეთი ნაკეთობების არის – არამდგრადობა. მათი დაზიანება ძალიან მარტივია, ბასრი საგნით ოდნავი შეხებითაც კი.
ნაჭრის გასაჭიმი ჭერი ამ შემთხვევაში გაცილებით გამძლეა, სამაგიეროდ გაცილებით ძვირიც ღირს. თუმცაღა სამზარეულში მისი დაყენება რეკომენდებული მაინც არ არის. საქმე იმაშია, რომ ასეთი ჭერი ადვილად იწოვს ცხიმს და სუნს, ამასთან ერთად მისი გასუფთავება ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა.
ბარისოლის ჭერების ორივე სახეობას ფერების და ელფერების საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს. თქვენ შეგიძლია შეარჩიოთ, როგორც შედარებით კლასიკური ვარიანტი, ასევე უფრო ორგინალურიც.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად მწარმოებლები გასაჭიმ ჭერებს საფარის მიხედვით, 3 ძირითად კატეგორიად ყოფენ:
პრიალა ბარისოლის ჭერი
პრიალა ბარისოლის გასაჭიმი ფრანგული ჭერი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობას. ეს აიხსნება იმით, რომ ასეთი ზედაპირების მოვლა საკმაოდ მარტივია. მათი გაწმენდა შესაძლებელია, სველი ნაჭრით და ნებისმიერი არააგრესიული სარეცხი საშუალებით. ამის გარდა, პრიალა ჭერი არ იკარებს ცხიმს და სუნს, რაც მნიშვნელოვანია თუ მის დაყენებას სამზარეულოში აპირებთ.
ასევე ჩვენი კომპანია გთავაზობთ
რემონტის შემდეგ დალაგება დასუფთავებას
ზედაპირის თავისებურებების წყალობით, ასეთი ჭერებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს სამზარეულოს ფართობი. პრიალა ზედაპირი სარკისებრ ეფექტს სძენს და კარგად ირეკლავს სინათლეს. ზუსტად ამის გამო პატარა სამზარეულოებისთვის ასეთ ჭერებს უწევენ რეკომენდაციას. სხვა უპირატესობებია:
1. ოთახის ფართობის გარდა, ზრდის ჭერის სიმაღლესაც.
2. ფართო არჩევანი ფერების და ელფერების, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ერგება.
3. ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადები (10 წლიდან ზემოთ)
4. წყლის ჩამოჟონვისგან დაცულობა. პრიალა შეკიდული ჭერები პოლივინილქლორიდისგან მზადდება. ამის გამო, ასეთ ჭერს შეუძლია დაგიცვათ მეზობლებისგან ჩამოსული წყლისგან, რადგანაც დიდი მოცულობით წყლის შეკავება შეუძლია.
5. სინათლის არეკვლის ხარჯზე, მუქი ზედაპირის მქონდე პრიალა ჭერები დადებითად მოქმედებს ოთახის განათებაზე.
მატის გასაჭიმი ფრანგული ჭერი
მატის ჭერებს სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს წინა ჭერისგან განსხვავებით. ასეთ ჭერები ისე გამოიყურება, თითქოს და ზემოდან საღებავი აქვს გადასმული, რის გამოც სინათლეს არ ირეკლავს და ანარკლებს არ იჩენს, შედეგად კი სინათლე რბილად და თანაბრად ნაწილდება ოთახში. ასეთი ზედაპირის ჭერის სხვა უპირატესობებს მიეკუთვნება:
1. იდეალურად ეწყობა ნებისმიერ ინტერიერის დიზაინს.
2. სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მატის გასაჭიმ ჭერებზე ნაკერებს შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. დიდი ოთახის მფლობელებს შეუძლიათ ასეთი ჭერი შეარჩიონ და არ იდარდონ ოთახის ვიზუალის გაფუჭებაზე და არ დაკარგონ დრო უფრო განიერი ნაჭრის შერჩევაში.
3. განუმეორებელი ატმოსფერო. მატის გაჭიმული ჭერი, თავისი გარეგნული თვისებების გამო, სამზარეულოს გაცილებით მყუდროს ხდის. თუ პრიალა ჭერი დიდებულ იერს სძენს, მატის შემთხვევაში უფრო მყუდრო ატმოსფერო იქმნება.
4. სინათლის თანაბარი გადანაწილება, სამზარეულოში მუშაობას უფრო კომფორტულს და მშვიდს ხდის.
ერთადერთი ნაკლი, რომელიც გასათვალისწინებელია ასეთი ჭერის არჩევისას არის – ის, რომ ჭერის სიმაღლეს ადაბლებს. ამიტომაც, თუ თქვენ დაბალჭერიანი სამზარეულო გაქვთ, მაშინ მატის ფრანგული ჭერი თქვენს სამზარეულოს არ მოუხდება. სამზარეულო დაბალი და პატარა მოგეჩვენებათ.
სატინის ჭერები ერთგვარი სინთეზია წინა ორი სახეობის. მატის ჭერიდან აღებული აქვს სინათლის თანაბარი გადანაწილება, ხოლო პრიალა ჭერიდან – სამზარეულოს ფართობის გაზრდის ეფექტი. ამ გზით, თქვენ გექნებათ ლამაზი ბარისოლის ჭერი თუნდაც დაბალ ჭერიან სამზარეულოში. სატინის შეკიდული ( ბარისოლი ) ჭერის უპირატესობებს შორის გამოყოფენ:
სატინის გასაჭიმი ჭერები
1. მიმზიდველი ვიზუალური მხარე. ესთეტიკას მოწინავე ადგილი უკავია ჭერის არჩევისას. ამიტომაც, სამზარეულოსთვის გასაჭიმი ფრანგული ჭერის შეძენისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საბოლო შედეგი უნდა გახარებდეთ თქვენც და თქვენს სტუმრებსაც. სატინის გასაჭიმი ჭერს აქვს სადა და არაგამაღიზიანებელი შესახედაობა.
2. მეტი სივრცე. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს აქვს მცირე სამზარეულოს პრობლემა. არადა, სამზარეულო ოთახი ის ადგილია, სადაც უამრავი ავეჯი დგას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად. ამიტომაც, საჭიროა ვიზუალურად მაინც, რომ შევქმნათ მეტი სივრცის შთაბეჭდილება. ზუსტადაც, ერთ-ერთი საშუალება სატინის გაჭიმული ჭერის მონტაჟია.
3. ისევე, როგორც წინა ვარიანტში, სწორი მონტაჟის შემთხვევაში, ზედაპირზე ნაკერების შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იქნება.
4. ელფერების ფართო ასორტიმენტი. განათების თანაბარი გადანაწილების წყალობით, თქვენ შეძლებთ არჩევანი შეაჩეროთ, როგორც ნათელ, ისე მუქ ფერებზე. მთავარია – ორიენტირებულები იყოთ, რომ მოუხდეს თქვენი მთლიანი სახლის ინტერიერს. თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ გასაჭიმი ჭერების ფერთა ფართო სპექტს, ნებისმიერი გემოვნებისთვის.
ასევე ჩვენი კომპანია გთავაზობთ
რემონტის შემდეგ დალაგება დასუფთავებას