თუკი აივანზე დამონტაჟებული გათბობის ქვაბისთვის კარადის შეკვეთა გადაწყვიტეთ, პირველ რიგში, უნდა შეარჩით მასალა, რომლითაც კარადა დამზადდება.
თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კარადის მასალა გამორჩეული იქნება ფუნქციონალობით, ეფექტური დიზაინით და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით; მარტივად გაუძლებს ატმოსფერულ ნალექებს, ნესტს და ჰაერის დაბალ ტემპერატურას, რაც საფრთხეს წარმოადგენს გამათბობელსის გამართულ მუშაობისთვის. რომ არ დაგჭირდეთ გამოძახება ცენტრალური გათბობის ხელოსანი.
დღეს სამომხმარებლო ბაზარზე აივნისთვის კარადის დასამზადებლად მასალების გარკვეული ასორტიმენტია წარმოდგენილი – თქვენ შეგიძლიათ, თქვენი სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, კარადისთვის შეარჩიოთ ხის, ლითონის ან მატალოპლასტმასის მასალა.
მეტალოპლასტმასს ბევრი დადებითი მხარე აქვს. მათ შორის კი მთავარია კონსტრუქციის ისეთი თვისება, როგორიცაა თბოიზოლაცია. ამ თვისების წყალობით, კარადის შიგნით ყინვის დროსაც კი შენარჩუნებული იქნება, მინიმუმ, +3 გრადუსი ტემპერატურა.
მეტალოპლასტმასი მდგრადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ. როდესაც ზაფხულის თვეებში თქვენს აივანს დღის განმავლობაში მზის სხივები „დააჭერს“, მეტალოპლასტმასის კარადა გათბობის ქვაბსა და გაყვანილობის მილებს საიმედოდ დაიცავს.
ეს მასალა საინტერესოა ესთეტიკური თვალსაზრისითაც. შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა კონფიგურაციის და სხვადასხვა ფერის კარადები. კარადის ფორმა მორგებული იქნება თქვენი აივნის სივრცეს და ასევე, თქვენი გემოვნებით შეირჩევა ფერი – თეთრი, მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი ან ღია ნაცრისფერი.
გარადა იმისა, რომ მეტალოპლასტმასის მასალით დამზადებული კარადა გათბობის ქვაბისთვის საუკეთესო არჩევანია გათბობის ქვაბის უსაფრთხო მუშაობისთვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ, კარადის სივრცე სხვადასხვა ნივთების შესანახად გამოიყენოთ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კარადაში ვერ შეაღწევს მტვერი და ამ სივრცეში მოთავსებული ნივთები თუ პროდუქტები სუფთად შეგენახებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ მეტალოპლასტმასის მასალა მდგრადია ნესტის და სოკოს წარმოქმნის მიმართ, რაც მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ნივთების ხანგრძლივად შენახვას აპირებთ.
მეტალოპლასტმასის მასალა არ ითხოვს სპეციფიკურ მოვლას, მის ზედაპირს მტვერი ნაკლებად ედება და თუ იშვიათად მაინც გაასუფთავებთ მტვრისაგან, თქვენი კარადა მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს თავდაპირველ ფერს.