დამცავი ბადეები, მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე და კარებებზე, თქვენი არჩევანის მიხედვით, ფერის და მასალის დიდი არჩევანი.
გოფრირებული ( პლისე ) გასაწევი, პეტლებიანი, ჩასადგმელი.
მეტალო-პლასტმასის ფანჯრებზე დამონტაჟებული ხარისხიანი მწერების საწინააღმდეგო ბადე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ხელს უწყობს საცხოვრებელი ფართის განიავებას. ფანჯრის შეძენისას შესაძლოა იგი კომპლექტში მოყვეს ფანჯარას, თუმცა თუ იგი არ მოყვება, რეკომენდებულია მისი დაყენება, რათა თავი იგრძნოთ უფრო კომფორტულად და მშვიდად.
მწერების საწინააღმდეგო ბადე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კონსტრუქციის მქონე მეტალო-პლასტმასის ფანჯარაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სწორად მოვუვლით და მწარმოებლის ინსტრუქციებს დავიცავთ, მეტალო პლასტმასის ბადეები ერთგულად გემსახურებათ არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
რჩევა! იმისათვის რომ ბადის შერჩევისას შეცდომა არ დაუშვათ, გირჩევთ შერჩევისას გაზომოთ თქვენი ფანჯრის გაბარიტები - სიგანეში და სიმაღლეში და გაითვალისწინოთ მისი კონსტრუქციული თავისებურებები, იქნება ეს დამატებითი ფანჯრები, ჩაღრმავებები თუ სხვა.
მწერისაგან დამცავი ბადეების სახეობების დაყოფა შეიძლება ორ ნაწილად – მარტივი და სპეციალური. ორივე მათგანი ასრულებს მსგავსს დაცვით ფუქნციებს და გააჩნია სხვა დამატებითი შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია გაითვალისწინოთ ბადის შეძენისას.
მწერების საწინააღმდეგო ბადის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ვარიანტებია:
შეძენამდე და დამონტაჟებამდე აუცილებელად გაითვალისწინეთ ის პლუსები და მინუსები რაც თითოეულ ბადეს გააჩნია.
თანამედროვე ჩარჩოსებრი კოღოების ბადე ყენდება, როგორც ოთახის შიგნით, ასევე გარედან. მისი დამახასიათებელი თვისებებია:
კოღოების საწინააღმდეგო ბადე გასაწევი – უპირატესობები:
მწერისაგან დამცავი ბადე შეგიძლიათ გაწმინდოთ თვეში ერთხელ. ზამთრის დადგომისას კი რეკომენდებულია მისი მოხსნა.
გადასაწევი ბადეები ყენდება ფანჯრის ჩარჩოზე, კარზე, თაღზე ან აივანზე. ვიზუალურად იგი ჩარჩოს აქსესუარს ჰგავს. გადასაწევი კოღოების საწინააღმდეგო ბადის უპირატესობებია:
გადასაწევი მწერების საწინააღმდეგო ბადის მონტაჟი შესაძლებელია ხეზე, პლასტმასზე და უფრო მყარად დამაგრებისთვის იყენებენ კომპრესორს. გადასაწევი ბადის კარკასი ძირითადად ალუმინისგან დამზადებული გვხვდება.
მეტალო პლასტმასის ბადე ძირითადად ყენდება ფანჯრებზე, ლოჯში, აივნებზე. რულონის ტიპის ბადე შეიძლება გადაიწიოს, როგორც ჰორიზონტალურად ისევე ვერტიკალური მიმართულებით. ასეთი ბადეები შესაძლოა კარებზეც დაყენდეს, სადაც მხოლოდ ზედა და ქვედა ნაწილებს ამაგრებენ და მისი ერთ-ერთი უპირატესობაა დამცავი აქსესუარი, რომელიც უძლებს მექანიკურ დაზიანებებს, ამიტომაც თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ თქვენს ბადეს საფრთხე არ ექმურება.
ბადის დასამზადებლად იყენებენ შემდეგ მასალებს: ალუმინი, მინაბოჭკო, ლითონი.
ამ სახეობის მწერების საწინააღმდეგო ბადის მინუსებად შეიძლება ჩაითვალოს: ნაკეთობის მაღალი ფასი, ნახვრეტებში შეიძლება ჩარჩეს ჭუჭყი. მისი გაწმენდა აუცილებელია სეზონზე 1-2-ჯერ, ან წელიწადში 2-4-ჯერ.
მუშაობის პრინციპით იგი მოგვაგონებს რულონის ტიპის ბადეს. მისგან განმასხვავებელი თვისება კი არის, ის რომ არ გააჩნია გადასაწევი მექანიზმი.
ვიზუალურად იგი მოგვაგონებს აკორდეონს. პლისეს ტიპის ბადის შერჩევისას რეკომენდებულია გაითვალისწინოთ, რომ ნაკეცებს ზომა შეადგენს 1 სანტიმეტრს.
პლისეს ტიპის კოღოების საწინააღმდეგო ბადის გამოყენება ხდება:
პლისეს რეგულირება ხდება მასზე დამაგრებული თოკის დაჭიმვით და მოშვებით, რომელიც ბადეს მოჰყვება კომპლექტში. აღნიშნული ბადის დამაგრება ხდება სპეციალური პლასტმასის ნაწილების მეშვეობით - კრონშტეინებით. ბადეე მზადდება - მაღალმდგრადი პლასტმასისგან.
ბადის ქსოვილის სახეობები:
მწერებისგან დამცავი ბადეის ქსოვილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რა იქნება მისი მთავარი დანიშნულება. არსებობს სახეობები, რომლებიც იცავენ ოთახს მტვრისგან, რომლებიც უძლებენ ბადეზე კატის ახტომას და ა.შ.
კოღოს საწინააღმდეგო ბადის ქსოვილის ყველაზე პოპულარული ვარიანტებია:
ყოველ მათგანს გააჩნია უპირატესობები და ნაკლოვანებები, რომელიც ზეგავლენას ახდენს ექსპლუატაციის ხარისხზე.
მასალა მზადდება პოლიმერისგან. ნახვრეტების დიამეტრი კი შეადგენს – 1.2 მილიმეტრს. მზის და დღის სინათლეს ატარებს კარგად. ელფერის მიხედვით არსებობს თეთრი და ნაცრისფერი ბადე. დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები კი, არის შემდეგი:
ხოლო ქუჩის მტვერს კი, ასეთი ბადეები უმკლავდება შედარებით ცუდად.
ასეთი მწერის საწინააღმდეგი ბადეები გამოიყენება, რათა ოთახში არ შემოვიდეს მტვერი, ან მცენარეების მტვრიანები. ასეთი ბადეების ნახვრეტების ზომა შეადგენს – 0.9X0.9 მმ-ს.
არ ატარებს ქუჩის მტვერს, მცირე ზომის მწერებს, ფოთლებს. მტვერსაწინააღმდეგო ბადეების მასალა არის მჭიდრო, გამოიყენება სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში.
ასეთი ბადეების მთვარი უპირატესობა, გაძლიერებული მდგრადობაა. ბადის ქსოვილის სისქე შეადგენს 0.8 მილიმეტრს და ასევე ნახვრეტები მუშავდება სპეციალური შემადგენლობის ხსნარით, რომელიც მას ხდის უფრო მდგრადს.
ასეთი მწერების საწინააღმდეგო ბადეები უძლებს კატის ან ფრინველის წონას. ფერი – შავი.
კოღოს საწინააღმდეგო ბადეების შერჩევისას, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ მახასიათებლებზე:
ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოთ კარკასის ხარისხზე, ბადის მდგრადობაზე, გააჩნია თუ არა კონსტრუქციას დამხმარე ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს მის აწევა/ჩამოწევას.
დამატებითი მახასიათებლები: დეკორაციული ელემენტები, შუქამრეკლი, მცენარის მტვრიანებისგან დაცულობა. მწერის საწინააღმდეგო ბადე უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: ესთეტიკა, კომფორტი, კომპლექტის ფასი და მარტივად იშოვება თუ არა მისი შესაცვლელი ნაწილები.
ექსპლუატაციის ვადები დამოკიდებულია შერჩეულ მასალაზე და მაკოპმლექტებლებზე. ყველა წესის დაცვით მწერის საწინააღმდეგო ბადე მოგემსახურებათ 10-12 წლის განმავლობაში.
ვიზუალური მხარის კარგად შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბადის პერიოდული გასუფთავება. თუ ბადე არ მოიხსნება ზამთრობით – მისი ექსპლუატაციის ვადები მცირდება 8-10 წლამდე, ვინაიდან კარკასზე და მასალაზე ხშირ შემთხვევებში ზემოქმედებს, ნალექი, ქარი, ტემპერატურული ცვლილებები.
ექსპლუატაციის წესები:
რეკომენდებულია რომ დავიცვათ ის წესები, რომლებიც მწერების საწინააღმდეგო ბადის მწარმოებელმა დააწესა, რათა გავახანგრძლივოთ მისი ექსპლუატაციის ვადა და შევინარჩუნოთ მისი ფუნქციურობა:
არ შეეხოთ ბადეს ბასრი და მჭრელი საგნებით, ვინაიდან ადვილად დაზიანდება, ხოლო ზამთარში შენახვისას ეცადეთ ზემოდან მძიმე საგნები არ დაალაგოთ მწერების საწინააღმდეგო ბადეს.
აუცილებელია იცოდეთ, რომ ბადის გარეცხვისას არ მიუშვიროთ ძლიერი წყლის ჭავლი, ვინაიდან წყალმა შეიძლება დააზიანოს ჩარჩო, ან გახიოს თვითონ ბადე.
მნიშვნელოვანია! არ მიუშვათ მწერების საწინააღმდეგო ბადესთან ბავშვები და შინაური ცხოველებით, ვინაიდან მასზე ძალით დაწოლის შედეგად შეიძლება ბადე დაზიანდეს.
მათი აღმოფხვრა დამოუკიდებლად შეგიძლიათ, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ბადის დამატებითი/რეზერვული დეტალები.
სწორი მიდგომა კოღოების საწინააღმდეგო ბადის მოსავლელად ზრდის მის ექსპლუატაციის ვადას და უფრო დიდხანს რჩება იგი მომხიბვლელი.
წესები:
კონსტრუქციის გაწმენდა მტვრისგან და ჭუჭყისგან უნდა მოხდეს გარედან შიგნით. იმისათვის, რომ გარეცხოთ ბადე საჭიროა მისი ამოღება ჩარჩოდან და სამაგრებიდან.
გასაშრობად გამოიყენეთ ბუნებრივი მეთოდი – მზის სინათლე. ფენის და სხვა მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია.
არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისები გასაწმენდად, ვინაიდან შეიძლება დააზიანოთ ბადის ნახვრეტები.
ჭუჭყვის მოსაცილებლად საპნიანი ხსნარი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
წესების დაცვის უზრუნველყოფით მწერებისგან დამცავი ბადე მოგემსახურებათ 9-10 წლის განმავლობაში ყველა თავისი ფუნქციის და თვისების შენარჩუნებით.
იყავით ჩვენი მომხმარებელი
თუ თქვენ გინდათ გაალამაზოთ თქვენი სახლი, ოფისი , გინდათ რომ ქონდეთ უნიკალური