კონდიციონერის წმენდა, შეკეთება, მონტაჟი

შემოწმება, დაყენება, დატუმბვა

კონდიციონერის შეკეთება გამოძახებით

პოპულარული სერვისები

კონდიციონერის გაწმენდა

გაწმენდის პროცესი, რჩევები ექსპლუატაციაზე

თანამედროვე სახლებში და ოფისებში თითქმის ყოველთვის დამონტაჟებულია კლიმატური ტექნიკა, განკუთვნილია შენობის სივრცეში კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად. მომხმარებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობაა კონდიციონერი. თანამედროვე კონდიციონერის მოდელები უკვე არამარტო ჰაერის გაგრილების ფუნქციითაა, არამედ სხვადასხვა დამატებითი ფუნქციებიც გააჩნიათ და ნებისმიერი სეზონისთვის გამოიყენება. 

აღსანიშნავია, რომ კონდიციონერის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია მოწყობილობის სპეციალური მოვლა სპეციალისტი ოსტატის მიერ,  რათა კონდიციონერმა არ მიაყენოს ბინაში მცხოვრებთ ზიანი და ნამდვილად კომფორტული მიკროკლიმატი შექმნას.

კონდიციონერის ყველა მუშა დეტალი, განსაკუთრებით ფილტრები სუფთა უნდა იყოს, ესაა მათი ექსპლუატაციის უმთავრესი მომენტი.

რისთვისაა საჭირო კონდიციონერის პერიოდული წმენდა?

არასოდეს არ ჩათვალოთ კონდიცონერის რეგულარული წმენდის სერვისი მეორეხარისხოვან, ფულის ზედმეტი ხარჯვის საბაბად! ეს იმაზე მეტად სერიოზული პროცესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ტექნიკურ დონეზე ავხსნათ მიზეზი, რაც იწვევს კონდიციონერების დაბინძურებას. ნებისმიერი გამაგრილებელი კლიმატური ტექნიკა მუშაობს ჰაერის სპეციალურ ფილტრებში გატარებით. შესაბამისად ჰაერში არსებული მტვერი, ნაწილაკები, ჭუჭყი, ხეების ბუსუსები და ა.შ. სხვა ნაგავი საკმაოდ სწრაფად გროვდება ფილტრებში. ამ დაგროვებული ჭუჭყისგან კონდიციონერი დროულად თუ არ გაიწმინდა, ეს იწვევს შემდეგ პრობლემებს:

  • საგრძნობლად ქვეითდება ტექნიკის ფუნქციონალური შესაძლებლობები, ფილტრში ჰაერის გატარების შეფერხების გამო;
  • დაბინძურებული კონდიციონერის თერმოსტატი მასში არსებული ფრეონით გადახურდება,რაც იწვევს კომპრესორზე დატვირთვის გაზრდას, რაც თავის მხრივ კონდიციონერის სწრაფ ცვეთას და მწყობრიდან გამოსვლას იწვევს;
  • დაბინძურებული ფილტრები საუკეთესო გარემოა მტვერის ტკიპის და ბაქტერიების გასამრავლებლად. გასაწმენდ ფილტრებში ჰაერის გავლისას ოთახში ვრცელდება სოკოს და ობის სპორები, რაც შესაძლებელია ალერგიული რეაქციების, ასთმური შეტევის და დერმატიტის მიზეზი გახდეს. ყველაზე საშიში მიკროორგანიზმი, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს კონდიციონერის დაბინძურებული ფილტრიდან – ლეგიონელაა, რომელიც ფილტვების დაავადებას იწვევს, ე.წ. “პიტსბურგის პნევმონიას”
  • შენობის ოთახებში დგება უსიამოვნო სუნი, რომელიც ჰაერის ნაკადთან ერთად ვრცელდება

 

  • ხეების და მცენარეების ბუსუსები ყვავილობისას მჭიდროდ ავსებს ფილტრებს, თითქმის სრულად უშლის ხელს ჰაერის გატარებას. ამიტომ თუ ტქვენ ცხოვრობთ რაიონში სადაც ალვის ხეები ან სხვა მოყვავილე ხე-ბუჩქები ჭარბადაა, კონდიციონერი გასაწმენდი უფრო ხშირად შეგექმნებათ

 

  • გზის პირას, დატვირთულ ტრასასთან ახლოს, სამეწარმეო ზონაში მაცხოვრებელთ კონდიციონერის ფილტრი უფრო ხშირად ექნებათ გასაწმენდი.

როგორც წესი კონდიციონერი თავად განიშნებთ როდესაც საჭიროებს პროფილაქტიკურ მოვლა-წმენდას. საყურადღებო ნიშნებია:

  • მუდმივი ან პერიოდული ხმაური კონდიციონერის მუშაობისას.
  • ნესტის ან ობის არასასიამოვნო სუნი
  • ტექნიკის მუშაობის სიმძლავრის შემცირება
  • ელექტროენერგიის მოხმარების მატება
  • სისველე კონდიციონერის შიდა ბლოკში

 

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან თუნდაც ერთ-ერთის გამომჟღავნებისას, სასწრაფოდ მოიწვიეთ კონდიციონერის სპეციალისტი პროფილაქტიკური შემოწმებისათვის, რადგან დაყოვნების შემთხვევაში ტექნიკა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, რაც მერე ბევრად დიდი ხარჯების წინაშე დაგაყენებთ, სათადარიგო ნაწილების ან უარესი, ახალი ტექნიკის შეძენის აუცილებლობის სახით.

კლიმატური ტექნიკა ასეთ უკიდურეს დაბინძურებამდე რომ არ მიიყვანოთ, საჭიროა წესის სახით კონდიციონერის პროფილაქტიკური შემოწმება წელიწადში ორჯერ ჩაატაროთ, იმ შემთხვევაშიც თუ ტექნიკა არანაირ საყურადღებო ნიშანს არ იძლევა.

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიციონერის წმენდა ჩატარდეს გაზაფხულზე, ინტენსიური გაგრილების სეზონის დადგომამდე.

 

  • თუ კონდიციონერი გასათბობადაც გამოიყენება, მაშინ აუცილებელია მეორე პროფილაქტიკური შემოწმება შემოდგომით ჩატარდეს, რათა თავიდან აიცილოთ კლიმატური ტექნიკის გადახურება.

 

  • რიგგარეშე სასწრაფო პროფილაქტიკა საჭიროა, თუ კონდიციონერს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან თუნდაც ერთი აღენიშნება

 

სტატიაში აღნიშნულ წესებს თუ ზედმიწევნით დაიცავთ და დროულად შეასრულებთ კონდიციონერის სპეციალისტის მიერ შესრულებულ პროფილაქტიკურ წმენდას, თქვენი ტექნიკა გამართულად იმუშავებს მთელი მისი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, რაც თანამედროვე კონდიცირების ტექნიკისთვის 10-12 წელს შეადგენს.

აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით