
სამზარეულო ის სივრცეა, რომელიც ხშირად გამოირჩევა ნესტით, ორთქლითა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებით. სწორედ ამიტომ, მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, პირველ რიგში კი ეს ჭერს ეხება. დღესდღეობით ბაზარზე მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა სამზარეულოს სპეციფიკურ გარემოს ყველა მათგანი ნამდვილად ვერ უძლებს.
რაც შეეხება თანამედროვე PVC ტილოებსა და მსგავს კონსტრუქციებს, აქ სიტუაცია ცალსახაა — ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გამოსავალია. ჭერის გაფორმების ასეთ ვარიანტს ბევრ თანამედროვე სახლსა თუ ბინაში შეხვდებით. თუმცა, სანამ მის დამონტაჟებას გადაწყვეტთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ ყველა ის ნიუანსი, რასაც ექსპლუატაციისას წააწყდებით. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ არასასიამოვნო სიურპრიზები და მიიღოთ ხარისხიანი, ხანგრძლივი შედეგი თქვენი სამზარეულოსთვის.
ბარისოლის PVC ტილოს უპირატესობები
რამდენიმე წლის წინ მსგავს ტილოებს ისე ამზადებდნენ, რომ მათი სამზარეულოში დაყენება (ნესტის და ტემპერატურის ცვლილების გამო) კატეგორიულად იკრძალებოდა. ამის გამო, ბევრ ადამიანს დღემდე ეშინია მათი სამზარეულოში დაყენების. თუმცა, შიშის მიზეზი დღევანდელ დღეს ნამდვილად აღარ არის.
თანამედროვე მწარმოებლები იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას იძლევა დამზადდეს გაცილებით მდგრადი მასალა, რის შედეგადაც იზრდება ექსპლუატაციის ვადა. ახლა თქვენ შეგიძლიათ თამამად დააყენოთ ის ნებისმიერ შენობაში.

გარდა ამისა, სამზარეულოს გაფორმებას შეკიდული ჭერით, ბევრი უპირატესობა გააჩნია:
- ეკოლოგიურად სუფთა. მასალა, რისგანაც მზადდება ფრანგული გასაჭიმი ჭერი, აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
- სახანძრო უსაფრთხოებისთვის ყველა წესთან შესაბამისობა. რადგანაც მასალა არ წარმოადგენს აალებად პროდუქტს, მას არ ემუქრება ცეცხლი. სამზარეულოსთვის, სადაც გაზქურა ხშირად არის ჩართული, ჭერის ასეთი თვისება ერთ-ერთი უმთავრესია.
- დაცულია სოკოს, ობის და სხვა მიკროორგანიზმებისგან. ხშირად ხდება ისე, რომ ჭერზე დიდი რაოდენობით სინესტე ხვდება. შედეგად, დროთა განმავლობაში შეიძლება წარმოიქმნას ობი, თუმცაღა მასალა და დაყენების წესი ამ ყველაფერს სრულიად გამორიცხავს.
- დროგამძლე. თანამედროვე მწარმოებლები ყოველთვის მიუთითებენ ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადებზე. სწორი მონტაჟით და გამოყენებით, ასეთ ჭერებს შეუძლიათ სამსახური გაგიწიონ ათეულობით წელი.
- ფართო ასორტიმენტი. მაღაზიის დახლებზე თქვენ შეხვდებით როგორც კლასიკურ ისე, უფრო ორიგინალურ დიზაინებსაც. ამიტომაც, თქვენ აუცილებლად შეძლებთ იპოვოთ ისეთი ვარიანტი, რომელიც იდეალური იქნებოდა თქვენი სახლისთვის.
- მარტივი მონტაჟი. დაყენებას, მაქსიმუმ 2 საათი სჭირდება.

- მარტივად მოსავლელი. არცერთი ჭერის მოსავლელად, ისეთი მარტივი არ არის, როგორც ეს. ის არ იკრავს ნესტს და ცხიმს, რაც ხშირად ხდება სამზარეულოში. ამის გარდა, დაბინძურებული ზედაპირის გაწმენდა სველი ტილოთია შესაძლებელი.
- მეზობლებისგან წყლის ჩამოსვლა გამორიცხულია. პოლივინილქლორიდის ტილოები, სწორად მონტაჟისას 100 ლიტრ წყალს იტანს 1კვ/მ-ზე, ამის გამო თქვენ აღარ მოგიწევთ მეზობლებზე გაბრაზება.
თანამედროვე ჭერი სამზარეულოში – ნაკლოვანებები
არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრივ, რომ მხოლოდ უპირატესობებზე გვესაუბრა. იმისთვის, რომ სრული წარმოდგენა შეგექმნათ და გადაწყვიტოთ, საერთოდაც გჭირდებათ თუ არა მსგავსი კონსტრუქცია, მის ნაკლოვანებებზეც უნდა ვისაუბროთ:
1. არამდგრადობა მექანიკური დაზიანების მიმართ. ეს არის ყველაზე მთავარი მინუსი, რომელსაც ის ადამიანები გამოარჩევენ, რომელთაც სახლში ასეთი ჭერი აქვთ. აუცილებელია სიფრთხილე გამოვიჩინოთ – ნებისმიერ ბასრ საგანს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ტილოს.
2. არ არის რეკომენდებული მონტაჟი ისეთ სამზარეულოში, სადაც გამათბობელი არ არის.
3. საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოს მასალა მან, ვისაც დიდი სამზარეულო აქვს. რათა დასრულებულ ვარიანტს მომხიბვლელი ვიზუალი ჰქონდეს, საჭიროა განიერი ნაჭრის არჩევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭერზე ქარხნული შედუღების ნაკერი იქნება შესამჩნევი.
4. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტილო არ იკიდებს სოკოს და ობს, იგივეს ვერ ვიტყვით მათ ზემოთ არსებულ სივრცეზე, სადაც ჰაერის კონდენსირების შედეგად, შეიძლება მიკროორგანიზმები წარმოიშვან.
ასევე ჩვენი კომპანია გთავაზობთ
რემონტის შემდეგ დალაგება დასუფთავებას

როგორ ავიცილოთ თავიდან არსებული ნაკლოვანებები?
ყველა ზემოთხსენებული ნაკლოვანება იშვიათია და ყველა სამზარეულოში ნამდვილად არ გვხვდება, ამიტომ ამის გამო ნერვიულობად არ ღირს. გარდა ამისა, დღესდღეობით არსებობს ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებელი ეფექტური გზა. მოდით, დეტალურად გავიაროთ თითოეული პუნქტი:
1. რაც შეეხება მასალის მდგრადობას, მექანიკური დაზიანების საფრთხე სამზარეულოში თითქმის გამორიცხულია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჭერთან ბასრი საგნებით შეხება არ ხდება. დაზიანება ყველაზე ხშირად მონტაჟის პროცესში წარმოიქმნება, თუ საქმეს არაპროფესიონალი ასრულებს.
2. როდესაც საუბრობენ სრულად გაუთბობელ სივრცეებზე, ყველაზე ხშირად აგარაკს გულისხმობენ. თუმცა, აგარაკის სამზარეულოშიც თავისუფლად შეგიძლიათ მსგავსი კონსტრუქციის დაყენება. მთავარია – სწორი მასალის შერჩევა. ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის (ნაჭრის) ტილოებს ან ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა საძინებლის ჭერები, რომლებიც ტემპერატურის ცვლილებებს კარგად უძლებს და თავის სტრუქტურას ინარჩუნებს.
3. თუ თქვენ დიდი ზომის სამზარეულო გაქვთ, ქარხნულ ნაკერთან გამკლავება მოგიწევთ. მაგრამ სანერვიულო არაფერია — ნებისმიერი პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია საკმარისი გამოცდილება მსგავსი სისტემების მონტაჟში, დაყენების ყველა საფეხურს უმაღლესი სიზუსტით ჩაატარებს და ნაკერს თითქმის შეუმჩნეველს გახდის.
4. იმისათვის, რომ ზედაპირს მიღმა მიკროორგანიზმების წარმოშობას თავი აარიდოთ, საჭიროა სპეციალური მოწყობილობების დაყენება. ასეთებია სავენტილაციო ცხაურები და დიფუზორები. გამოცდილი კომპანია, რომელიც ოთახის რემონტზე სპეციალიზდება, ზუსტად გამოთვლის, თუ სად იქნება მსგავსი მოწყობილობის დამონტაჟება მიზანშეწონილი.

შემდეგ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ტილოების სახეობებსა და განათების სისტემების სწორად შერჩევაზე.






