ზაფხული რემონტის დასაწყებად იდეალური დროა და თქვენც გადაწყვიტეთ თქვენს საცხოვრებელს, თუ ოფისს ახლებური იერი შესძინოთ და ახლა უკვე რემონტის იმ ეტაპზე ხართ, როდესაც ჭერი უნდა შეარჩიოთ, ათვალიერებთ სხვადასხვა ჭერის სახეობებს. გარე რეკლამებზე თუ ინტერნეტში წააწყდებით ჭერის ისეთ სახელებს, როგორებიცაა – ფრანგული ჭერი, გასაჭიმი ჭერი, ბარისოლი, Barrisol, შეკიდული ჭერი და უცებ თავში ყველა სახელი ერთდროულად იწყებს ტრიალს და თან არავინ არაფერს გიხსნით – ნუ შეშინდებით! ყველა ზემოთხსენებული დასახელება ერთი და იგივე რამეს ნიშნავს.
ამ სტატიაში, იმისთვის რომ ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, განვიხილავთ ლეგენდებს და მითებს გასაჭიმ ჭერებზე, რომელთაც ხშირად მოისმენთ.
მითები და ლეგენდები გასაჭიმ ჭერებზე
გასაჭიმი ჭერები ძვირია
აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ: მაგალითისთვის “გიბსოკარდონი” ჭერისთვის თქვენ არამხოლოდ თაბაშირ მუყაოს ჭერი – ს მასალები დაგჭირდებათ, არამედ გამაგრებისთვის საჭირო შემადგენელი ნაწილებიც, მყარი კარკასი მეტალისგან ან ხისგან და ასევე, სპეციალური საღებავი შეღებვისთვის. გასაჭიმი ჭერის მონტაჟი დღევანდელ დღეს დაგიჯდებათ 25 ლარი/კვ.მ-ზე და სხვა სადარდებელი აღარ გექნებათ.
პოლივინილქლორიდის შეკიდული ჭერისგან მოყენებული ზიანი
ეს მოსაზრება მოდის იქიდან, რომ როდესაც პოლივინილქლორიდი ხურდება, გამოყოფს ტოქსინებს. გასაჭიმი მასალები სრულიად ერგება ალერგიულ ადამიანებსაც კი, იგი უძლებს მკვეთრ ტემპერატურის ცვლილებებს და ნესტსაც, აქვს უამრავი უპირატესობა და ეს ნიშნავს, რომ გამოყენებისთვის იდეალური ვარიანტია. რატომღაც ზოგიერთ ადამიანს ავიწყდება, რომ პოლივინილქლორიდი გამოიყენება თანამედროვე ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში, დაწყებული ლინოლეუმიდან, დამთავრებული ფეხსაცმლით.
მონტაჟის შემდეგ ფრანგული ჭერის ქსოვილები ხილული ხდება
თუ თქვენ დიდი ფართობის პატრონი ხართ, არსებობს შანსი, რომ თქვენი ჭერის ქსოვილები გამოჩნდება, თუმცაღა მისი ქსოვილის სისქე 1 მილიმეტრამდეა რაც, უმნიშვნელოა. ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ სპეციალურად დიდი ფართობისთვის შეარჩიოთ ფრანგული გასაჭიმი ჭერი და გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ყველა წესების დაცვით დაამონტაჟებს ჭერს – დაგავიწყებთ ამ მითს.
გასაჭიმი ჭერი ( ბარისოლი ) და არამდგრადობა
სისულელე! 1 კვ.მ. ბარისოლის ჭერს შეუძლია 100 ლიტრამდე წყლის შეკავება გახევის და დაჭიმვის გარეშე. მცოდნეები რამდენიმე წუთში გამოასწორებენ დაზიანებულ მასალს და წესრიგში მოიყვანენ. მაგალითისთვის, თაბაშირ-მუყაოს ჭერის აღდგენა გაცილებით რთულია.
ფრანგული გასაჭიმი ჭერის თავისებური სუნი
ნებისმიერ პოლივინილქლორიდის ჭერს აქვს თავისებური სუნი. ფრანგულ გასაჭიმ ჭერს მონტაჯის დროს ტემპერატურის ზრდასთან ერთად, რამდენიმე წუთით აქვს სუნი, რომელიც განიავებისას მალევე ქრება.
მითების გაქარწყლების შედეგად, არჩევანი ნათელია – რა თქმა უნდა, გასაჭიმი ჭერი!