სააბაზანო – ეს ის ფართია, რომლისთვისაც ალბათ ყველაზე რთულია რემონტისთვის და ინტერიერის გაფორმებისთვის მასალების შერჩევა, იქნება ეს აგარაკი თუ თანამედროვე ბინა.
რა უნდა გაითვალისწინოთ სააბაზანოსთვის მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევისას?
სააბაზანოს მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სააბაზანო ოთახის თავისებურებებს, რომლებიც როგორც წესი არის, მომატებული ტენიანობა, ორთქლი, წყლის შხეფები და ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა. ასეთ პირობებში ტრადიციული შეთეთრება, პირველ რამდენიმე თვესაც კი ძლივს გაუძლებს, წლებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.
ბაზარზე მუდმივად ახალ-ახალი მასალები ჩნდება ხოლმე, რომელიც საშუალებას იძლევა სააბაზანო ოთახში ჭერი იყოს თან ლამაზიც და თან საიმედოც. ამ შედეგის მისაღწევად, პირველ რიგში იყენებენ, ალუმინის, პლასტიკატის, ან ფოლადის ლარტყებს (რეიკა), ან ფრანგულ გასაჭიმი ჭერს.
რამდენად საიმედოა გასაჭიმი ჭერები?
აღსანიშნავია, რომ გასაჭიმი ჭერის მასალას, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადისთვის, ამუშავებენ დამცავი შემადგენლობის ხსნარით, რის შედეგადაც მას საერთოდ არ ემუქრება კოროზია, ინარჩუნებს ტექნიკურ მახასიათებლებს და ჰაერში ტემპერატურის ცვლილების და მაღალი ტენიანობის მიუხედავად, გასაჭიმი ფრანგული ჭერი არ იკიდებს ობს და იგი გაგიძლებთ ძალიან ძალიან დიდხანს.
რა შესაძლებლობები აქვს ფრანგულ გასაჭიმ ჭერს ვიზუალის მხრივ?
თანამედროვე გასაჭიმი ჭერის მასალები, იძლევა საშუალებას ისე გააფორმოთ თქვენი სააბაზანო ოთახი, როგორი ვარიანტებიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი. დაგვეთანხმებით, რომ გამძლეობასთან ერთად ვიზუალსაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: სილამაზე ჩვენ არაჩვეულებრივ განწყობას გვიქმნის და გვაძლევს მუხტს, რათა მთელი დღე მხნედ ვიყოთ. გასაჭიმი ბარისოლის ჭერის მონტაჟით კი ნებისმიერი გემოვნებიანი ადამიანის ყველა კაპრიზი დაკმაყოფილდება, ამასთან ერთად კი ორიგინალური განათების დაყენების შემთხვევაში, თქვენ ერთი-ათად უფრო მომხიბვლელად გადააქცევთ თქვენს სააბაზანოს და მისცემთ დღესასწაულებრივად ლამაზ იერს.
ბარისოლის ჭერზე დამონტაჟებული ორიგინალური განათების ეფექტი, რომელიც განუმეორებელია სილამაზით და სინათლის თამაშით, მიიღწევა განათების ზუსტი გადანაწილებით. ასეთ სააბაზანოში, შესვლისას თქვენ ერთიანად შეგექმნებათ სისუფთავის, სიახლის შეგრძნება და აგიმაღლდებათ განწყობა.
როგორ შევარჩიო ბარისოლის გასაჭიმი ჭერი ჩემი სააბაზანოსთვის?
ჩვენ გირჩევდით, რომ სახლში ან თუნდაც სააბაზანოში რემონტის დაგეგმვისას, ინტერნეტში მოძებნოთ, თუ როგორ შეკიდული ფრანგული გასაჭიმი ჭერები არსებობს სააბაზანოებისთვის. შესაძლოა, რომელიმე ვარიანტი ისე მოგეწონებათ, რომ დიზაინერის ჩართვა კონსულტაციისთვის და ზედმეტი რესურსების დახარჯვა აღარ დაგჭირდებათ. ფოტოების მეშვეობით სრული წარმოდგენა შეგექმნებათ საბოლოო შედეგზე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მარტივად დააკორექტირებთ.
დაგვიჯერეთ, რომ სააბაზანოსთვის რესურსების და ძალის დახარჯვა ღირს იმისთვის, რომ გქონდეთ შესაძლებლობა ყოველი დილა დაიწყოთ დღესასწაულით.