გასაჭიმი ჭერები – რამდენიმე რჩევა დიზაინერისგან

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ფასი

27 ლარი / 1კვ.მ

მასალა ხელობით:
პრემიუმ გერმანული ხარისხი

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ჭერი?

მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

ფრანგული ჭერის ხელოსანი

 

ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას აწონ-დაწონვა გარდაუვალია, მით უფრო, თუ თქვენ აპირებთ სახლისთვის შეიძინოთ რაიმე. არც ისე მარტივია, აირჩიო სახლისთვის განკუთვნილი შესაძენი პროდუქტის ფერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღაზიებში უამრავი ფერის არჩევანი გვაქვს, თან აირჩიოთ ისე, რომ სხვადასხვა ფერები ერთმანეთს მოუხდეს და საბოლოო ჯამში ყველაფერი ლამაზად გამოვიდეს. ცხადია, საბოლოოდ მაინც თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემდით.

როგორც ვახსენეთ, არც ისე მარტივია ფერების შერჩევა, მითუმეტეს გასაჭიმი ჭერისთვის. ფერებს ფსიქოლოგიური გავლენა აქვთ ადამიანზე და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცხოვრების სტილი შეგვიძლია გამოვხატოთ ფერებში. სახლის მეპატრონეზე ბევრი რამის თქმა შეიძლება იმის მიხედვით, თუ რა ფერებში აქვს გაწყობილი საცხოვრებელი.

ფერთა შეხამება, ეს არის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ასპექტი ბინის დიზაინში. პროექტზე მუშაობისას დიზაინერმა უნდა გაითვალისწინო ყველაზე წვილმანი დეტალებიც კი და გულითადად დაამუშაოს. ფრანგული ჭერის ფერთა შერჩევისას დამხმარედ შეიძლება გამოგვადგეს ასევე მისი აქსესუარები.

რაც შეეხება თვითონ ფრანგული ჭერების ფერებს:

მაგალითისთვის, ნარინჯისფერი ითვლება ყველაზე თბილ ფერად, ხოლო ყველაზე ცივ ფერად კი – ცისფერი, რომელიც ცივი წყლის ან ყინულის ასოციაცის გვიქმნის. თბილი ან ცივი ფერების პალიტრის სწორი  გამოყენებით თქვენ შეძლებთ საჭირო და ეფექტური იერი მისცეთ თქვენი სახლის ინტერიერს.

მაგალითისთვის, თქვენ გჭირდებათ რომ თქვენი ოთახი, რომელიც მცირე ზომებისაა, გამოაჩინოთ უფრო ფართოდ – სცადეთ გამოიყენოთ ნათელი და ცივი ფერები. ასეთი ფერების შეხამება თქვენს ოთახს მისცემს სივრცის ეფექტს.

იმ შემთხვევაში, თუ ოთახში მხოლოდ თბილი ფერებია გამოყენებული, მაშინ ოთახი შედარებით უფრო ცარიელი გამოჩნდება. ხოლო, თუ ოთახში არასაკმარისად შემოდის ბუნებრივი სინათლე, ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეგიძლიათ დამატებით დაამონტაჟოთ გასაჭიმი ჭერის განათება და ოთახში გაცილებით მეტი სინათლე იქნება.

 

ფრანგული გასაჭიმი ჭერი მონტაჟი

 

კონკრეტული ფერები და მათი აღქმელობა დიზაინში:

  • ყვითელიდან მწვანეში გარდამავალი ფერები – ეს ფერთა გამა არის სიმშვიდის და ოპტიმიზმის და ეხმარება ადამიანს სტრესის და დაღლილობის მოხსნაში.
  • მსუბუქი ყვითელი ელფერები, რომელიც გადადის ბეჟ ფერში – კომფორტის ფერებია.
  • ფირუზისფერი კი, სიახლის და სისუფთავის შეგრძნებას ქმნის, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ამ ფერს ხშირად იყენებენ სააბაზანოებში.
  • ღია ცისფერი ამშვიდებს და შეიძლება ძილი მოგგვაროთ, ამიტომაც უმჯობესია ასეთი ფერის ფრანგული ჭერი გამოიყენოთ საძინებელში და არავითარ შემთხვევაში სამუშაო კაბინეტში ან სამუშაო ზონაში.
  • ხოლო, მუქი ლურჯი ფერი, არის სერიოზული და საქმიანი ფერი, მაგათილისთვის ასეთი ფერით გაწყობილ ოთახებს ხშირად შეხვდებით იურიდიულ კომპანიებსა, თუ აუდიტორულ ფირმებში.
  • ყვითელი და ნარინჯისფერი – მატონიზირებელი და ცოცხალი ფერებია, შესაბამისად არ გირჩევთ მათ გამოყენებას საძინებელში. შეეცადეთ ეს ფერები გამოიყენოთ ისეთ ოთახებში, რომელთაც მზე არ უდგებათ.
  • მხოლოდ თეთრ ფერში გადაწყვეტილი ოთახი, ზედმეტად ცივად მოგეჩვენებათ და შეგიქმნით დისკომფორტს, თუმცა მეორეს მხრივ, თეთრი ფერის ოთახი მეტ საშუალებას იძლევა, რომ თქვენი დიზაინერული იდეები განახორციელოთ და ესპერიმენტები ჩაატაროთ სხვადასხვა ფერებთან შეთავსებით.
  • შავის აქცენტები, ანუ გრაფიკულობა ინტერიერში, განსაკუთრებული სტილია. ღია ნაცრისფერთან და ნაცრისფერის სხვა ელფერებთან შეთავსებით გადაწყვეტილი ინტერიერი კი საქმიანი გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ გასაჭიმი ჭერის შეძენა თქვენი სახლისთვის, ან ოფისისთვის ფერთა არჩევისას გაითვალისწინეთ ზემოთაღნიშნული რეკომენდაციები, რათა უკეთ გაერკვეთ, თუ რა ეფექტის მიღება გსურთ თქვენი ოთახისთვის.

 

გასაჭიმი ჭერის ფასი

 

ფრანგული გასაჭიმი ჭერი და ინტერიერი

უნიკალური ინტერიერის მოწყობა -ეს არის ყველაზე სასიამოვნო პროცედურა ნებისმიერ სარემონტო სამუშაოში. დავალების სირთულე დამოკიდებულია სახლის მეპატრონის სურვილებსა და დიზაინერის შესაძლებლობებზე. მოსაპირკეთებელი ხოლო, მასალების ფართო ასორტიმენტი კი,  იძლევა ისეთი ფანტაზიების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომლებიც 20 წლის წინ წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა.

ინტერიერის მოწყობაში და ოთახის საერთო ატმოსფეროს შექმნაში ჭერს გადამწყვეტი ადგილი უკავია. ოთახისთვის ჭერის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ, დამალოთ ოთახის სხვადასხვა დეფექტები და აქცენტი გადაიტანოთ მის ღირსებებზე. სრული სიმყუდროვის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კომპლექსურად და სწორად გაქვს გააზრებული საცხოვრებელი ფართი, სადაც იატაკი წარმოსახვით მიწად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, კედლები სინათლის ნაწილად, ხოლო ჭერი, თავისმხრივ – ცად.

გასაჭიმი ბარისოლის ჭერი – ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლელ გამოსავლად ჭერის ინტერიერის მოწყობისას. ასეთი ჭერის ერთ-ერთ უპირატესობად ითვლება – ისეთი მასალების იმიტაციის შესაძლებლობა, როგორებიც მაგალითისთვის არის: მარმარილოს მოჭიმული ჭერი, მეტალის იერის მქონდე ჭერი, ნატურალური ხის ჭერი. პროფესიონალი დიზაინერები აფასებენ ფრანგულ დასაჭიმ ჭერებს  ზუსტად, მათი ამ უპირატესობის გამო, რაც აძლევს დიზაინერს ინტერიერის გადაწყვეტის უამრავ ვარიანტს და გზას უხსნის ფანტაზიას. ორიგინალური ეფექტების დახმარებით, შესაძლებელია შეიქმნას ოთახის მთელი ისტორია, სადაც გათვალისწინებული იქნება დამკვეთის ყველა ოცნება და სურვილი.

ოთახის ზედა ნაწილის ასეთი მოპირკეთება ოთახის სტილსსაც უსვამს ხაზსს. მაგალითისთვის, პრიალა გასაჭიმი ჭერი ამდიდრებს ოთახის საერთო ინტერიერს. მხატვრებობის მოყვარულებს შეუძლიათ გადააქციონ ჭერი ერთ დიდ ფერწერულ ნამუშევრად. ხოლოდ მეოცნებეებს კი, შეუძლიათ თავიანთ საძინებელში ჭერი გადააქციონ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამის ცად, რომელზედაც დაუღალავად ცქერა საათობით არის შესაძლებელი.

თანამედროვე ინტერნეტ-რესურსებში, შეძლებთ მოიძიოთ განუსაზღვრელი იდეები გასაჭიმი ჭერისთვის, სადაც სულ ახალ-ახალ ვარიაციებს შეხვდებით, როგორც გამზადებულს ასევე თქვენს სურვილებზე მორგებულს.

პოპულარული სერვისები
გააზიარეთ
Facebook
Pinterest
Twitter
LinkedIn
მსგავსი პოსტები
აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით