ხის კარადა ცენტრალური გათბობის ქვაბისთვის
თუკი გამათბობელი ქვაბის შეფუთვა ანუ კარადის გაკეთება განიზრახეთ, ალბათ უკვე იცით კიდეც, რომ ასეთი კარადები არის, ძირითადად, მეტალოპლასტმასის ან ლითონის კონსტრუქციისა, „პენოპლასტის“ სენდვიჩებით ყინვისა და სიცხისგან დასაცავად;
ნებისმიერი კორპოუსის აივნებსაც რომ ახედოთ, სწორედ მეტალო-პლასტმასის ან შეღებილი რკინის კარადებს შეამჩნევთ, რომლებიც არამხოლოდ ქვაბის ყინვისგან დაცვას ემსახურება, არამედ საკუჭნაოს როლსაც მშვენივრად ითავსებს, მით უფრო, თუკი აივნის ფართობი იძლევა ამის საშუალებას.
თუმცა ჩვენ საინტერესო შემოთავაზება გვაქვს, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს ნებისმიერ გემოვნებიან და გამჭრიახე ადანმიანს – თქვენ შეგიძლიათ, აივანზე ხის კარადა დაამონტაჟოთ!
ჩვენ გთავაზობთ აივნის კარადის დამზადებას უმაღლესი ხარისხის და ესთეტიკურად გამორჩეული ხის მასალით, როგორიც არის ციმბირული ლარიქსი (ლისტვენნიცა).
დაიცავით გამათბობელი დაზიანებისგან რომ არ დაგჭირდეთ ცენტრალური გათბობის ქვაბის რემონტი.
ახლა კი ორი სიტყვით იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ხის მასალის კარადის გაკეთება ღია აივანზე.
ლარიქსის მერქანი მყარია და ძალზე ხანმედეგია. არ ლპება, უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს, მომატებულ ტენიანობას.
ლარიქსი ძალიან ყინვაგამძლე მასალაა.
ლარიქსის მერქანს არ ემუქრება სოკო და ბაქტერიები, რადგან ეს მასალა მდიდარია ფისებით. სწორედ ასეთი თვისებების გამო მას გამოიყენებენ იმ კონსტრუქციებისათვის, რომლებიც შეხებაშია წყალთან – გემთმშენებლობაში, წყალქვეშა ნაგებობისათვის, სარკინიგზო ხის განძელებისთვის (შპალები).
ციმბირული ლარიქსის მაღალი ხარისხისა და გამძლეობის დასტურად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ 1000 წელზე მეტია სწორედ ლარიქსის ხიმინჯებზე (საყრდენი სვეტები) დგას წყალში ძველი ვენეცია.
სხვათა შორის, ლარიქსის (ლისტვენნიცა) მასალას იყენებენ აბაზანების და საუნების მოსაწყობადაც.
აივანის კარადისთვის ლარიქსის მასალა მონტაჟამდე მუშავდება სპეციალური ზეთით, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ფუნქციას ასრულებს.
გარდა იმისა, რომ ლარიქსის მასალით დამზადებული კარადა გამძლეობით გამოირჩევა, იგი დახვეწილ ესთეტიკურ ელფერს წლების განმავლობაში ინარჩუნებს. იგი ათწლეულების მანძილზე გაუძლებს ატმოსფერულ ნალექებს, ქარს, კარადის შიგნით კი შენარჩუნებული იქნება საჭირო ტემპერატურა იმისთვის, რომ გათბობის ქვაბმა გამართულად იმუშაოს.
გამათბობლის შეფუთვა
ცენტრალური გათბობის ქვაბის „შესაფუთად“ ციმბირული ლარიქსის მასალისგან დაგიმზადებთ აივნის კარადებს თქვენი გემოვნებით, თანამედროვე დიზაინით, მაქსიმალურად მოკლე დროში და უმაღლესი ხარისხით!
ჩვენ ასევე ვაკეთებთ მეტალოპლასტმასის კარადა – ს