ბარისული – ფრანგული გასაჭიმი ჭერისთვის განათება

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ფასი

27 ლარი / 1კვ.მ

მასალა ხელობით:
პრემიუმ გერმანული ხარისხი

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ჭერი?

მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

ფრანგული ჭერები

ფრანგული ბარისულის გასაჭიმი ჭერების შუქდიოდური განათება – ეს არის შედარებით ახალი მიმართულება ინტერიერის დიზაინში. თავიდან, შემაკავებელი ფაქტორი, რის გამოც ერიდებოდნენ ასეთი განათების დამონტაჟებას განპირობებული იყო შუქდიოდური ლენტის მაღალი ფასით, რის გამოც ჩვეულებრივი ბინის მაცხოვრებლებისთვის  ინტერიერის გაფორმების ეს ვარიანტი ხშირად ხელმიუწვდომელი იყოს.

შუქდიოდური განათება ბარისოლის გასაჭიმი ჭერისთვის

რა უპირატესობები გააჩნია შუქდიოდურ განათებას სტანდარტულ განათებასთან მიმართებაში?

თუმცაღა, ბოლო წლებში შუქდიოდური განათებები საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა ფართო წრეებისთვისაც. მთავარი უპირატესობა კი, ამ მეთოდით დასაჭიმი ჭერის დეკორაციისთვის გახლავთ, ის რომ სინათლის წყაროები არის უხილავი. ფრანგული გასაჭიმი ჭერები, რომელთაც შუქდიოდური განათება აქვთ, შეგვიძლია დავახასიათოთ შემდეგი მახასიათებლებით:

  • ექსპლუატაციის ვადა აღემატება 25 წელიწადს
  • ელექტროენერგიის მინიმალური მოხმარება. სტანდარტული ერთი ცალი 60 ვატიანი ნათურა დღე-ღამის განმავლობაში უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე 5 მეტრიანი შუქდიოდები. შუქდიოდურ განათებაზე გადასვლით, ელექტროენერგიის ხარჯი შემცირდება 15-ჯერ.
  • შუქდიოდურ განათებას აქვს ძალიან კაშკაშა, თუმცა გაფანტული სინათლე, რაც თვალისთვის საერთოდ არ არის შემაწუხებელი.
  • ბარისოლის მოჭიმულ ჭერზე შუქდიოდური განათების მონტაჟისას ჩნდება შესაძლებლობა, რომ შეცვალოთ განათების ფერი და აკონტროლოთ მისი სიკაშკაშე.
  • მთლიანი განათების სისტემა არის უხილავი. არ ჩანს არც ლენტა, არც ნათურები – მხოლოდ ლამაზი ნათება.
  • შუქდიოდური ლენტები არ ხურდება ექსპლუატაციისას, რაც დაცულობის გარანტიას იძლევა ხანძრის თვალსაზრისით, როგორც საცხოვრებელ ბინებში, ასევე კომერციულ ფართებში.

კონსტრუქციის მიხედვით ყველა ტიპის ფრანგული გასაჭიმი ჭერი განათებით, შეგვიძლია დავყოთ ორ ნაირსახეობად.

  1. შუქდიოდური ლენტა შეიძლება განთავსდეს გასაჭიმი ჭერის შიგნით, რომელიც ოთახს გაანათებს ჭერის მასალის შიგნიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ განათება გამორთული იქნება, მაშინ მისი არსებობა რთულად მისახვედრი იქნება.
  2.  შუქდიოდური განათება გარედანაც შეიძლება დამონტაჟდეს.ასეთ შემთხვევაში ლენტა მაგრდება მოჭიმული ჭერის პერიმეტრზე, სპეციალურ ნიშაში, რომელიც მას უხილავს ხდის.

დაიმახსოვრეთ, რომ გასაჭიმი ფრანგული ჭერი განათების ვარიანტების შერჩევისას, მაქსიმალური ეფექტისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს საცხოვრებელი თუ ოფისის ფართის ყველა თავისუებურება, ეს იქნება ნახატით გაფორმებული ჭერი, მრავალ დონიანი ბარისოლის ჭერი თუ სხვ. და რაღა თქმა უნდა თქვენი სურვილები.

პოპულარული სერვისები
გააზიარეთ
Facebook
Pinterest
Twitter
LinkedIn
მსგავსი პოსტები
აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით