რატომ უნდა გავაკეთოთ ფრანგული გასაჭიმი ჭერი სამზარეულოში

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ფასი

27 ლარი / 1კვ.მ

მასალა ხელობით:
პრემიუმ გერმანული ხარისხი

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ჭერი?

მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი სამზარეულოში

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ოჯახის წევრები უმეტეს დროს ატარებენ, განსაკუთრებით კი  – დიასახლისი. ამიტომ სამზარეულო სხვა ოთახებზე არანაკლებ ლამაზი და კომფორტული უნდა იყოს. გასაჭიმი ჭერი პეწს და სიმყუდროვეს შესძენს როგორც „ხრუშოვკის“ პატარა სამზარეულოს, ასევე დიდ სასადილო ოთახებს სააგარაკე კოტეჯებსა თუ კერძო საცხოვრებელ სახლებში. მთავარია, იცოდეთ, რატომ არის კარგი გადაწყვეტილება სამზარეულოში გაჭიმული ჭერის გაკეთება, რა უპირატესობები აქვს და როგორ შეარჩიოთ მოჭიმული ჭერის მასალა.

რატომ უნდა ავირჩიოთ სამზარეულოსთვის ფრანგული გასაჭიმი ჭერი?

ბევრი ერიდება და თავს იკავებს, რომ სამზარეულოში ბარისოლის გასაჭიმი ჭერი გააკეთოს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ თითქოს ოთახის ჭერის კუთხეებში ობი გაჩნდება.
თუკი თქვენს ასე ფიქრობთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუკი სახლში მუდმივად არ წვეთავს სახურავიდან ან ზედა სართულიდან, არ სველდება კედლები, მაშინ არც ობის გაჩენის საშიშროება არ არსებობს. პირიქით, ფრანგული ბარისოლის ჭერი გამორჩეულია იმით, რომ არ ტენიანდება ორთქლისგან, რომელიც სამზარეულოში ხშირად დგას.

ბარისოლი გასაჭიმი ჭერის უპირატესობები სამზარეულოში

ზოგადად გასაჭიმი ფრანგული ჭერი ანუ იგივე გასაჭიმი ბარისოლის ჭერი გალესილ ჭერთან შედარებით უამრავი უპირატესობით გამოირჩევა:
ზედაპირი უნაკლოდ სწორია;
კონსტრუქცია იძლევა იმის საშუალებას, რომ დაიმალოს მილები, გაყვანილობა, სატელეფონი და ინტერნეტკაბელი;
გასაჭიმი ჭერის მონტაჟი არ მოითხოვს დიდ დროს;

  • გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება, ფაქტობრივად, არ ტოვებს სამშენებლო ნარჩენებს და ჭუჭყს;
  • ბარისოლის ჭერები იწმინდება ჩვეულებრივი, ონკანის წყლით და ასევე, თუ დაინტერესდებით, ამისთვის სპეციალური საწმენდი სითხეებიც არსებობს;
  • პოლიქლორვინილის დასაჭიმი ჭერს ექსპუატაციის ხანგრძლივი ვადა აქვს;

 

ფრანგული ჭერი

 

ეს მასალა ცეცხლში არ იწვის

ჭერიდან წყლის ჩამოსვლის შემთხვევაში შესაძლებელია, წყალი აკურატულად გადმოიღვაროს სანათებისთვის დატოვებული ნახვრეტიდან, შემდეგ კი ხელახლა გახურდეს და საწყის მდგომარეობაში დაბრუნდეს;

შეკიდული ჭერების მასალა სერტიფიცირებულია, არ აქვს დამახასიათებელი სუნი და არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას;

გასაჭიმი ჭერი კარგი ვარიანტია დიზაინერული კუთხითაც – მასზე შეიძლება დაამაგროთ ნებისმიერი ფორმის სანათები, მოხატოთ, დაიტანოთ ფოტო; ამ გზით კი შეგიძლიათ, განუმეორებელი და უნიკალური ინტერიერი შექმნათ!

რა მასალისგან მზადდება ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი?

გასაჭიმ ჭერს ამზადებენ  PVC  ფირისგან და ნაჭრისგან. სამზარეულოში ხშირად იყენებენ პოლიქლორვინილის ფირს, რომელმაც პრაქტიკაში უკვა აჩვენა, რომ იდეალურია იმ ოთახებში, სადაც მომატებული ტენიანობაა.

პოლიქლორვინილის ფირის პლუსებია:

  1. მაღალი გამძლეობა;
  2. ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა;
  3. ანტისტატიკური თვისებები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჭერზე მტვერი არ დაილექოს;
  4. ჰერმეტულია (არ ატარებს წყალს, ორთქლს);

აღნიშნული მასალა არსებობს როგორც მქრქალი (მატი), ასევე პრიალა, მეტალის ეფექტით, ზამშის ეფექტით. პოლიქლორვინილის ფირზე, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ფოტობეჭდვა და მოხატვაც კი.

პოლიქლორვინილის ელასტიკურობა ძალიან მაღალია. 1 კვ. მ. ფირი აიტანს 100 ლიტრამდე წყლის დაწოლას.
ეს ფირი ცეცხლში არ იწვის, მხოლოდ დნება, ამიტომ ცეცხლგამძლე მასალებს მიეკუთვნება.

 

გასაჭიმი ჭერი ბარისოლის

 

პოლიქლორვინილის ფირის მინუსია:

ფრთხილად უნდა იყოთ გაწმენდისას, რაც, პრინციპში, წელიწადში შეიძლება ერთხელ დაგჭირდეთ. უნდა იცოდეთ, რომ შეკიდული ფრანგული ჭერი ადვილად იჭრება ბასრი საგნებით (დანა, მაკრატელი…). უმჯობესია, თუ წმენდის პროცესის წინ მოიხსნით სამკაულს – ბეჭედს, საათს, სამაჯურს, რათა ჭერის ფირი უნებლიეთ არ დააზიანოთ;
ყინვაში (როცა შენობაშია ტემპერატურა მინუსებშია) ელასტიკურობას კარგავს.

ფრანგული ჭერი ფასი გასაგებად დაგვიკავშირდით 579 90 80 80 და შეუკვეთეთ უფასო აზომვა.


დასკვნის სახით:

ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, სამზარეულოში ფრანგული დაჭიმული ჭერის მონტაჟი არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა, რადგან მარტივად და სწრაფად მონაჟდება, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან მზადდება, გამძლეა, ხანგრძლივად მოგემსახურებათ და პრაქტიკულად არ საჭიროებს მოვლას.

პოპულარული სერვისები
გააზიარეთ
Facebook
Pinterest
Twitter
LinkedIn
მსგავსი პოსტები
აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით