ნაჭრის ჭერი: უპირატესობები და ნაკლოვანებები

გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

ფასი

27 ლარი / 1კვ.მ

მასალა ხელობით:
პრემიუმ გერმანული ხარისხი

რატომ მოწონს ყველას გასაჭიმი ჭერი?

მომსახურეობაში შედის

დეტალური აზომვა

ფერის არჩევა

ტრანსპორტირება

მონტაჟი

სწრაფი ნავიგაცია

ჭერის თანამედროვე ვარიანტებს შორის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობას ნაჭრის (ე.წ. ქსოვილის) კონსტრუქციები წარმოადგენს. მათი მეშვეობით არა მხოლოდ ინტერიერის ორიგინალურად მოწყობაა შესაძლებელი, არამედ ძველი ზედაპირის ნებისმიერი ხარვეზის იდეალურად დაფარვაც.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ნაჭრის კონსტრუქციების დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც დაგეხმარებათ სწორი და ხარისხიანი არჩევანის გაკეთებაში.

ნაჭრის კონსტრუქციები

 

ნაჭრის კონსტრუქციები – პლუსები და მინუსები

თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე ქსოვილის კონსტრუქციების ფართო არჩევანს შეხვდებით, რომლებიც განსხვავდებიან, როგორც მწარმოებლით, ასევე გამოყენების ტექნოლოგიით.

ასეთი ტიპის სისტემებმა პოპულარობა ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით და მარტივი მონტაჟის მეშვეობით მოიპოვა. მათი დაყენების შედეგად კი იდეალურად სწორ ზედაპირს ვიღებთ, რომელიც არაჩვეულებრივად ფარავს უსწორმასწორო ადგილებს და ავსებს არსებულ დიზაინს.

 

ქსოვილის კონსტრუქციის ფასი

გამზადებული კონსტრუქციების ფოტოები უკეთ გვაჩვენებენ მსგავსი სისტემების სილამაზეს და ორიგინალურობას. თავად ტილოების მიხედვით, ქსოვილის კონსტრუქციები რამდენიმე სახეობად იყოფა:

1. ფაქტურული ნაჭერი: ამ ტიპის ზედაპირს გააჩნია მინიატურული ამოტვიფრა. ეს მიიღწევა ორი ფენის მეშვეობით: სპეციალური ბადისებრი საფუძვლისა და უშუალოდ ნაჭრისგან, რომელსაც ამოტვიფრულად აქვს დატანებული სხვადასხვა ნახატი ან პატერნი.

 

ფაქტურული ზედაპირი

2. სატინის ნაჭერი: ასეთი ტიპის ტილო მზადდება პოლიმერის ბაზაზე, რომელიც ოდნავ მოგვაგონებს სატინს. წვრილმარცვლოვანი ზედაპირის წყალობით, ასეთ სისტემებს ახასიათებთ სადაფის ეფექტი. როდესაც ოთახის განათება ეცემა ნაჭერს, ის პირდაპირი გაგებით ბრწყინავს, რაც ნებისმიერ სივრცეს ერთგვარ იდუმალებას და სირბილეს სძენს.

 

სატინის ზედაპირი

3. აბრეშუმის ნაჭერი: ეს ქსოვილის კონსტრუქციების ერთ-ერთი გამორჩეული სახესხვაობაა, რომელიც ტექსტურით ძალიან მიახლოებულია ნამდვილ აბრეშუმთან. აღსანიშნავია, რომ მისი ზედა ფენა ოდნავ ახშობს ხელოვნურ განათებას, რის გამოც სინათლე მთელს შენობაში იდეალურად და თანაბრად ნაწილდება.

 

აბრეშუმის ეფექტი

„სასარგებლო რჩევა! ქსოვილის სისტემების გაწმენდა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური, რბილი სარეცხი საშუალებებით.“

ქსოვილის კონსტრუქციების უპირატესობები:

1. ფიზიკური მდგრადობა: ნაჭრის საფარი, სტანდარტულ PVC აპკთან შედარებით, ბევრად უფრო გამძლეა და რთულად იხევა.

2. ჰაერის გამტარობა: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მასალა “სუნთქავს”. ის თავისუფლად ატარებს ჰაერს და არ არღვევს ბუნებრივ ვენტილაციას ძირითად გადახურვასა და ოთახს შორის.

 

ჰაერგამტარი მასალა

3. ეკოლოგიურად სუფთა: ქსოვილის ტილოების დამზადებისას იყენებენ საკმაოდ რთულ და უსაფრთხო ტექნოლოგიებს. ძაფები, რომლისგანაც იწნება ფუძე (ბადე), ნატურალურია. შემდგომ მას ამუშავებენ სპეციალური ხსნარით, რაც გამზადებულ ნაჭერს გამძლეობას სძენს.

„სასარგებლო ფაქტი! ნაჭრის შემადგენლობაში ვერ შეხვდებით ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორებიც არის კადმიუმი, ფენოლი და სხვ. შესაბამისად, მასალა აბსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის.“

ეკოლოგიური მასალა

4. ცეცხლგამძლეობა: სპეციალური დამუშავების ტექნოლოგიების დამსახურებით, მაღალი ხარისხის ქსოვილის მასალა არ არის აალებადი და უძლებს მაღალ ტემპერატურას.

5. მდგრადობა დაბალი ტემპერატურისადმი: მასალის ყველა თვისება ნარჩუნდება -40 გრადუს ტემპერატურის შემთხვევაშიც კი. ეს ფაქტორი იძლევა საშუალებას, კონსტრუქცია დამონტაჟდეს ზამთარში გაუთბობელ აგარაკებზეც.

ყინვაგამძლე ზედაპირი

6. მრავალწლიანი გამოყენება: ყველა ტექნოლოგიური წესის დაცვით დამონტაჟების შემთხვევაში, ქსოვილის სისტემა 10 წელიწადზე მეტხანს იდეალურად მოგემსახურებათ.

7. მარტივი მონტაჟი: ქსოვილის დაყენება შედარებით სწრაფია და არ მოითხოვს ოთახის თბური იარაღით ძლიერ გაცხელებას.

მონტაჟის სიმარტივე

ნაჭრის სისტემების უარყოფითი მხარეები

ქსოვილის კონსტრუქციების ერთ-ერთ მთავარ მინუსად ფერების შეზღუდული პალიტრა მიიჩნევა. ძალიან რთულია იპოვოთ ნაჭერი ორიგინალური ფერთა შეხამებით (თუმცა, შესაძლებელია ტილოზე სასურველი ნახატის დატანა ან შეღებვა სპეციალისტების მიერ მონტაჟის შემდეგ).

ფერების შეზღუდვა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნაჭრის ზედაპირები ვერ იკავებენ წყალს. თუ შემთხვევით ზედა სართულიდან წყალმა ჩამოჟონა, ქსოვილი თქვენს რემონტსა და ავეჯს ვერ დაიცავს. თუმცა, თანამედროვე მწარმოებლები უკვე გვთავაზობენ სპეციალური წყალგაუმტარი ხსნარით დამუშავებულ ქსოვილებსაც.

ნებისმიერი ნაჭერი ადვილად იწოვს სუნს. ამიტომაც არ არის რეკომენდებული ასეთი კონსტრუქციების სამზარეულოში ან ისეთ ოთახებში დაყენება, სადაც მძაფრი არომატები ტრიალებს.

გარდა ამისა, ქსოვილის ტილო მრავალჯერადად არ გამოიყენება. თუ რაიმე მიზეზით დაგჭირდათ მისი დემონტაჟი (მოხსნა), იგივე ტილოს ხელახლა ვეღარ დააყენებთ — ახალი მასალის შეძენა მოგიწევთ.

ქსოვილის მინუსები

იმედია, ნაჭრის სისტემების დადებითი თუ უარყოფითი მხარეების დეტალური განხილვა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ხოლო, თუ თქვენ ეძებთ 100%-ით წყალგამძლე, პრაქტიკულ და მრავალჯერადი გამოყენების ვარიანტს, რომელიც უძლებს დატბორვას და მარტივად იწმინდება, შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ჩვენს მთავარ სერვისს — ფრანგული გასაჭიმი ჭერი, რომელიც დღეს ბაზარზე უალტერნატივო ლიდერია.

პოპულარული სერვისები
გააზიარეთ
Facebook
Pinterest
Twitter
LinkedIn
მსგავსი პოსტები
აირჩიეთ კონტაქტის ფორმა
ჩვენი სოცქსელები
მოძებნეთ სასურველი სერვისი

დაგვიკავშირდით

ან
დატოვეთ შეტყობინება
ჩვენ დაგიკავშირდებით