ფრანგული გასაჭიმი ჭერი

1 კვ. ფასი 25 ლარი

მასალა ხელობით. მონტაჟი 2 დღეში

ფრანგული გასაჭიმი ჭერი

1 კვ. ფასი 25 ლარი

მასალა ხელობით
მონტაჟი 2 დღეში

ჩვენი სხვა სერვისები

იმისათვის, რომ თქვენი სახლი უფრო კომფორტული იყოს

ცენტრალური გათბობის ქვაბისთვის და სათავსოსთვის აივნის კარადების დამზადება სასურველი ფერით და მასალით.

მასიური ხის ავეჯის დამზადება მაღალი ხარისხის ხის მასალისგან. ხისგან დამზადებული ავეჯის შეკეთება და რესტავრირება.

გასაჭიმი ჭერის მონტაჟი 1-2 დღეში, ბინა, საცხოვრებელი სახლი, ოფისი, კომერციული ფართი. ​ფერის და ფაქტურის დიდი არჩევანი.

რემონტის დასრულების შემდგომ გენერალური დასუფთავება მოკლე დროში იქნება ეს ბინა-სახლი, ოფისი თუ სხვა სახის ფართი.

ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟი,  შემოწმება, გათბობის ქვაბის გაწმენდა და დაზიანებული ქვაბის შეკეთება.

მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟი, მაღალი ხარისხის ევროპული და თურქული წარმოების მასალის არჩევანი.

თუ გაქვთ კითხვები - ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ
ბლოგ პოსტი

ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბარისოლი – სამზარეულოში

სამზარეულოს განათება და გასაჭიმი ჭერი სამზარეულოს განათება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგანაც აქ ჩვენ საკმაოდ სახიფათო პროცედურების გავლა გვიწევს – დანით მუშაობა, ან თუნდაც გაზქურასთან, ჭურჭლის რეცხვა და დასუფთავება კერძების გამზადების შემდგომ. ამ ყველაფერს სჭირდება, რომ სამზარეულო განათებული იყოს რაც შეიძლება კარგად. ზოგიერთ ადამიანებს აშინებს ის, რომ გასაჭიმი ჭერი გახდება წინაღობა დიდი ჭაღის გამოსაყენებლად. სინამდვილეში ყველა მსგავსი შიში უსაფუძვლოა. ნებისმიერი კონსტრუქცია, რომელსაც აარჩევთ, ითვალისწინებს ნებისმიერი სახის განათების დაყენებას. მთავარია – მონტაჟისთვის მიმართოთ პროფესიონალებს.

გაჭიმული ჭერის სამზარეულოში გამოყენებით, თქვენ არამხოლოდ შეძლებთ ცენტრალური ჭაღის დაყენებას, არამედ ოთახის პერიმეტრზე დამატებითი წერტილოვანი განათების დაყენებასაც. ამისათვის პროფესიონალები განათებებს მთავარ ჭერზე ამაგრებენ, რის შემდეგაც ფარავენ პოლივინილქლორიდის ან ნაჭრის შეკიდული ჭერით. ასე, გაცილებით უფრო საიმედოდ გამოდის განათების დაყენება.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი

თუ თქვენ დამოუკიდებლად გსურთ ჭაღის დაკიდება სამზარეულოში, არსებობს მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ამის განხორციელებაში ისე, რომ ფრანგული გასაჭიმი ჭერი არ დააზიანოთ. დასაწყისისთვის მონიშნეთ ადგილი, სადაც ჭაღის დაკიდება გსურთ. ამის შემდგომ თქვენ წებოს დახმარებით დაგჭირდებათ ჭერს მიაკრათ პლასტმასის რგოლი. მისი დიამეტრი უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე ჭაღის სამაგრთან არსებული დეკორატიული ჭიქა. ამოაჭერით საჭირო ადგილი პლასტმასის რგოლს, ძირითად ჭერზე დაამაგრეთ კაუჭი და ბოლოს მასზე ჩამოკიდეთ ჭაღი.

გასაჭიმი ჭერების სტილის თავისებურებები სამზარეულოში

ადამიანების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს გასაჭიმი ჭერების სტანდარტულ ფერებს. მაგრამ დღევანდელ დღეს, არსებობს უამრავი ვარიანტი, რისი მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ ექსპერიმენტების ჩატარებას სამზარეულოს გაფორმებისთვის. ზოგიერთ მათგანს შეუძლია თქვენი ბარისოლი ჭერი, არამხოლოდ ინტერიერის ნაწილად აქციოს, არამედ სახლის ღირსშესანიშნაობადაც. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ – მრავალფენიანი კონსტრუქციები და ფოტო-პრინტის გამოყენება. პირველ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თქვენი სამზარეულო დაყოთ რამდენიმე ზონად და ჩაატაროთ ექსპერიმენტები განათებასთან. მეორე ვარიანტში თქვენ შეგიძლია ნებისმიერი სურათი რასაც კი წარმოიდგენთ დაიტანოთ ჭერზე. გამოდის რომ, რომ არსებული ფართო ასორტიმენტის გარდა თქვენ შეგიძლიათ ინდივიდუალურადაც შეუკვეთოთ თქვენი სასურველი დიზაინი.

გასაჭიმი ჭერი

მთავარია ყველაფერი ისე გათვალოთ, რომ ჭერის დიზაინი მოუხდეს სამზარეულოს ინტერიერის თავდაპირველ ჩანაფიქრს. საბოლოო ჯამში სამზარეულოს უნდა ჰქონდეს დასრულებული იერი ხომ? ცხადია სამზარეულო, რომელიც გადაწყვეტილია კლასიკურ სტილში, ჭერზე პრინტად დატანებული ცხოველები არ მოუხდება.

ძალიან ფართო ასორტიმენტის გამო, ხშირად რთულია შეარჩიო სწორი ელფერი გასაჭიმი ჭერისთვის. რამდენიმე რჩევა ჩვენგან უკეთესი ორიენტაციისთვის:

1. ღია ფერები (განსაკუთრებით ყვითელი და ნარინჯისფერი) აუმჯობესებს მადას და ამაღლებს განწყობას;

2. ცისფერი და იისფერ, ამცირებს მადას და ამშვიდებს;

3. თეთრი ქმნის სივრცის შთაბეჭდილებას;

4. მუქი ტონები რეკომენდებულია დაიყოს ზონებად და არა გამოიყენოთ მთლიან ჭერზე;

5. თბილი ფერები ქმნის მყუდრო ატმოსფეროს;

6. ცივი ფერები მეტი სიმაღლის ეფექტს ქმნის;

7. დიდი ნახატები ფოტო-პრინტით უხდება დიდ სამზარეულოებს
და სრულიად შეუსაბამოა პატარა ფართისთვის.

 

ფრანგული გასაჭიმი ჭერი თბილისში ფერის არჩევისას სამზარეულოსთვის, თქვენს გემოვნებას ენდეთ. რადგანაც,

ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იდეალური სამზარეულოსთვის ხომ თქვენი ოთახში ყოფნის კომფორტის
შეგრძნებაა? არ გამოიყენოთ ის ფერები, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ, იმ შემთხვევაშიც
თუ კი, სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის, ან ინტერიერს ზედმიწევნით უხდება.

გაჭიმული ჭერი

დასასრულს, სამზარეულო – ოთახია, სადაც დიდ დროს ვატარებთ. განსხვავებით საძინებლისგან
ან სასტუმრო ოთახისგან, რომლების დანიშნულებაც უპირატესად დასვენებაა, აქ სამუშაო დუღს.
ზუსტად ამიტომაც, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი ჭერი, რომელიც ყველა სხვა თვისებებთან
ერთად, იქნება მარტივი მოსავლელი. ამ ამბავში კიდევ გასაჭიმი ჭერი, თქვენი საუკეთესო
არჩევან იიქნება და საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ ოთახის დალაგება-დასუფთავებას. მთავარია
– შეიძინოთ ხარისხიანი მასალ და კონსტრუქცია საიმედოდ დაამონტაჟოთ. ასე, თქვენ თავიდან
აიცილებთ ყველაზე ხშირ და მნიშვნელოვან შეცდომებს და მიიღებთ არაჩვეულებრივ და გრძელვადიან
შედეგს.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

მსგავსი პოსტები

გაჭიმული ჭერი
რატომ უნდა გავაკეთოთ ფრანგული გასაჭიმი ჭერი სამზარეულოში

ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, სამზარეულოში ფრანგული დაჭიმული ჭერის მონტაჟი არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა, რადგან მარტივად და სწრაფად მონაჟდება, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან მზადდება, გამძლეა, ხანგრძლივად მოგემსახურებათ და

დეტალურად »
ფრანგული გასაჭიმი ჭერი აბაზანაში
ფრანგული გასაჭიმი ჭერი როგორი უნდა იყოს აბაზანის ჭერი?

როგორი ჭერია საუკეთესო სააბაზანო ოთახში?  ეს კითხვა თავისთავად ჩნდება, როცა სახლის ამ მონაკვეთის რემონტს ვაპირებთ, რადგან გვინდა, ლამაზიც იყოს, გამძლეც და მოდურიც. დღევანდელ სტატიაში ჩვენ

დეტალურად »
ბარისოლის ფრანგული გასაჭიმი ჭერი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი (ბარისოლი) სამზარეულოში – ნაწილი 2

ჭერების ნაირსახეობები სამზარეულოსთვის გასაჭიმი ჭერები იყოფა რამდენიმე სახეობად, რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, დამზადების მასალის მიხედვით 2 ტიპის ჭერები გვაქვს: 1. პოლივინილქლორიდის ჭერები2. ნაჭრის ბარისოლის ფრანგული

დეტალურად »
გასაჭიმი ჭერი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბარისოლი – სამზარეულოში

სამზარეულოს განათება და გასაჭიმი ჭერი სამზარეულოს განათება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგანაც აქ ჩვენ საკმაოდ სახიფათო პროცედურების გავლა გვიწევს – დანით მუშაობა, ან თუნდაც გაზქურასთან, ჭურჭლის

დეტალურად »
ტაგები
barisonis cheri (1) bauer გასაჭიმი ჭერი (1) centraluri qvabis karada (1) cherebi (1) dakiduli cheris gaketeba (1) gachimuli cherebi (1) gasachimi cheri (1) metaloplastmasis karada (1) qvabis shesaputi karada (1) shekiduli cherebi (1) აბაზანის ჭერი (1) ბარისოლი გასაჭიმი ჭერები (1) ბარისოლის ჭერი (1) ბარისოლი ფასი (2) ბარისონის ჭერი (1) გათბობის ქვაბისთვის კარადა (1) გათბობის ქვაბისთვის შეფუთვა (1) გათბობის შეფუთვა (1) გამათბობელი ქვაბის შეფუთვა (1) გასაჭიმი ჭერი მატოვი (1) გასაჭიმი ჭერის დიზაინი (2) გასაჭიმი ჭერი ფასი (1) გაჭიმული ჭერის მონტაჟი (1) დაკიდული ჭერი (1) დაჭიმული ჭერი (2) მეტალოპლასტმასის კარადა (2) მოსაჭიმი ჭერი (1) პრიალა ჭერი (1) რა ღირს ბარისოლის ჭერი (3) რა ღირს გასაჭიმი ჭერი (2) სამზარეულოს ჭერის დიზაინი (1) ფრანგული შეკიდული ჭერი ფასი (1) ფრანგული ჭერი აბაზანაში (2) ფრანგული ჭერის მონტაჟი (1) ფრანგული ჭერის ხელოსანი (1) შეკიდული ჭერები (1) შეკიდული ჭერი (1) შეკიდული ჭერის დიზაინი (3) შეკიდული ჭერის ფასი (1) შეკიდული ჭერის ხელოსანი (3) ცენტრალური გათბობის ქვაბის შეფუთვა (1) ცენტრალური გამათბობელის შეფუთვა (2) ჭერი (1) ჭერი ბარისოლი (1) ჭერის ხელოსანი (1)