გათბობის ქვაბი ტექნიკურად რთული მოწყობილობაა, რომელიც შედგება უამრავი ფუნქციური ნაწილისგან. თუ თქვენი გათბობის ქვაბის ნაწილები მწყობრიდან გამოვიდა, მის შეკეთებაზე ზრუნვა აუცილებელია მიანდოთ სპეციალისტს, ხოლო ზუსტად ამისთვის არსებობს საქვაბის ხელოსანი, რომელმაც იცის როგორ აღმოფხვრას გაუმართაობები ხარისხიანად და მოხმარებლისთვის უსაფთხოდ. და აუცილებელია გამათბობლის შეფუთვა რომ დაიზღვიოთ თავი ქვაბის დაზაინებისგან.
ბუნებრივი აირი ტოქსიკურია ადამიანის ორგანიზმისთვის და ასევე ფეთქებადია. თუ თქვენ თვითონვე გადაწყვიტეთ გათბობის ქვაბის შეკეთება და შემთხვევით დაირღვა მიწოდების სისტემაში რაიმე, ამ შემთხვევითმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი აირის გაჟონვა და ძვირად დაგიჯდეთ. ზუსტად ამ მიზეზით, თუ თქვენი ცენტრალური გათბობის ქვაბი გამოვიდა მწყობრიდან რეკომენდებულია დახმარებისთვის მიმართოთ სპეციალისტებს. ამ შემთხვევაში თქვენს გათბობის ქვაბს შეაკეთებს პროფესიონალი ქვაბის ხელოსანი, რომელიც აღმოფხვრის გაუმართაობებს და უზრუნველყოფს ცენტრალური გათბობის ქვაბის სამომავლო უსაფრთხო ექსპლუატაციას.
რატომ არის აუცილებელი ცენტრალური გათბობის ქვაბის მოვლა?
სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება ბუნებრივი აირის გაჟონვით, რომელიც გამოწვეულია გამათბობელი საშუალების მოშლილი ვენტილაციის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო. გაჟონვიდან სულ რამდენიმე წუთში, ბუნებრივი აირის კონცენტრაცია ჰაერში შეადგენს 70%-ს, რაც იწვევს გარდაუვალ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ხშირ შემთხვევებში ბუნებრივი აირის გაჟონვას თან არ სდევს ისეთი ნიშნები, როგორიცაა თავის ტკივილი, ან უეცარი სისუსტე, რასაც რიგ შემთხვევებში სავალალო შედეგამდეც კი მივყავართ…
ამიტომაც არის აუცილებელი, რომ თქვენი ცენტრალური გათბობის ქვაბი მუდმივად იყოს მწყობრში.
ცენტრალური გათბობის ქვაბის მოვლა
იმისათვის, რომ თქვენმა ცენტრალური გათბობის ქვაბმა იმუშაოს უსაფრთხოდ და გამართულად, აუცილებელია დაიცვათ შემდგომი წესები:
ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში წელიწადში ერთხელ მაინც გამოიძახეთ გათბობის ქვაბის ხელოსანი (საქვაბის ხელოსანი) ტექნიკური დათვალიერებისთვის და პროფილაქტიკისთვის. თუ ქვაბს მრავალი წლის მანძილზე პროფილაქტიკური დათვალიერების გარეშე ამუშავებთ, ეს აბინძურებს მოწყობილობას და საბოლოოდ იწვევს მის მწყობრიდან მოშლას. რეგულარულად შეამოწმეთ გათბობის ქვაბის საკვამლურები, არ გამოიყენოთ მექანიკური ვენტილაცია იმ საცხოვრებელ ფართში, სადაც დაყენებულია გათბობის ქვაბი. არამედ, სასურველია დააყენოთ იქ, სადაც ჰაერის მიწოდება პრობლემა არ იქნება. ძველი გათბობის ქვაბის ახლით შეცვლა არანაკლებ პასუხისმგებლიანი საქმეა, ვიდრე მისი შენახვა. ყოველთვის აარჩიეთ ისეთი მოდელები, რომლებიც საშუალო ან მაღალი ფასის არის (მაგ: იმერგაზი, ფონდიტალი,არისტონის, ბოშის ქვაბი და ა.შ.) და ყოველთვის იზრუნეთ მის გამართულად მუშაობაზე.
გაითვალისწინეთ:
ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება რომ არ დაგჭირდეთ დაიზღვიეთ თავი და გააკეთეთ გამათბობლის შეფუთვა გათბობის ქვაბის კარადა , რომ დაზღვეული იყოთ, ქვაბში წყლის გაყინვისგან.
სახლის მეტი დათბუნებისთვის გასაჭიმი ჭერი ან გიბსოკარდონი თუ კეთება, შეგიძლიათ ქვაბამბა, პენოპლასტი ან ქსპს-ით დაათბუნოთ ჭერი.